07 June 2018
  • 2941 ნახვა

სიდე - ულამაზესი პატარა ქალაქი

სიდე პატარა ქალაქია, რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს ანტალიის სანაპიროზე. დღეს ის ლამაზი, ტურისტული ქალაქია, კლასიკური ნანგრევებით და ქვიშიან სანაპიროზე და ლურჯ ზღვაზე გამავალი თანამედროვე კურორტებით. ოდესღაც კი, პამფილიის ყველაზე დიდი პორტი იყო, რომელიც ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ.აღ მე-4 საუკუნეში დაიპყრო.  ქალაქი სავსეა ლამაზი, ვიწრო ქუჩებით, პატარა ბაღებით, ლამაზად გაფორმებული ბარებით, ძვირადღირებული და საშუალო კლასის რესტორნებით. 

ტურები სიდეს მიმართულებით იხილეთ Turebi.Ge-ზე.

რა ჯდება მოგზაურობა სიდეში ?

ფასები განსხვავდება ტურისტული კომპანიების და ტურების მიხედვით, თუმცა თანხა, რომლითაც სიდეში შეგიძლიათ გამგზავრება, საშუალოდ, 600 ლარიდან იწყება.

რა შედის საფასურში?

თითქმის ყველა ტურ-პაკეტის ღირებულება მოიცავს:

  • მგზავრობა;
  • სასტუმროში განთავსება;
  • კვება (ტურის მიხედვით);

ღირსშესანოშნაობები

ძველი ქუჩა

აუცილებლად მოინახულეთ სიდეს ძველი ქუჩა მიმოფანტული, ძველი, რომაული, სვეტებით და ნანგრევებით.

old street, side, turkey, სიდე თურქეთი

აპოლოს ტაძარი

აპოლოს ტაძარი  ცნობილ ნავსადგურთან ახლოს მდებარეობს. ტაძარში შეგიძლიათ იხილოთ 5 ფრიზი, რომლებზეც მედუზას თავია გამოსახული.

side, turkey, სიდე თურქეთი

მანავგათის ჩანჩქერი

მანავგათის ჩანჩქერი სიდედან 3 კმ-ის დაშორებით მდებარეობს, იგივე სახელწოდების მდინარეზე. ჩანჩქერის სიმაღლე 2 მეტრს შეადგენს, სიგანე კი 40 მეტრს.

side, turkey, სიდე თურქეთი

სანაპიროები

სიდეს სანაპიროები ორ ნაწილად იყოფა, დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროდ. სანაპიროები ლამაზია, მაგრამ განსხვავდებიან დასვენების სტილით. დასავლეთ სანაპიროზე ბევრი სასტუმროა, ის უფრო ოჯახური დასვენებისთვისაა განკუთვნილი, სადაც შეგიძლიათ დაიქირაოთ ნავი, დაკავდეთ დაივინგით, გაისეირნოთ ბანანით და სხვა.

თუ უფრო მშვიდი დასვენება გსურთ მაშინ აღმოსავლეთ სანაპიროს ესტუმრეთ. აქ დამსვენებლების რაოდენობა ძალიან ცოტაა. ქვიშაში არსებული არქეოლოგიური ნანგრევები კი იმის გარანტიაა, რომ სანაპირო დაცულია ყველა ტიპის მშენებლობისგან.

side, turkey, სიდე თურქეთი


მსგავსი
17 May 2018

18 მაისს ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება

18 მაისს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები თბილისში, ახა...

22 May 2018

ევროპის საუკეთესო კლუბები

დასვენების მნიშვნელოვანი ნაწილია ღამის ცხოვრება, კლუბები, ცეკვა და ალკოჰოლი. გთავაზობთ ევროპის საუკეთესო კლუბების ტოპ 5-ს, რომლ...

21 May 2018

10 რამ რაც ლონდონის ვიზიტისას უნდა გააკეთოთ - ნაწილი 2

წარმოგიდგენთ 10 აქტივობას, რომლებიც ლონდონის ვიზიტისას უნდა განახორციელოთ. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ...

15 May 2018

10 რამ, რაც ლონდონში ვიზიტისას უნდა გააკეთოთ

ლონდონი დაახლოებით 2000 წლის წინ რომაელებმა დააარსეს, როგორც რომის ერთ-ერთი პროვინციის ქალაქი. დღეს კი ის დიდი ბრიტანეთის ...

17 May 2018

იტალიის ულამაზესი სასტუმროები - ნაწილი 2

წარმოგიდგენთ იტალიის ულამაზეს სასტუმროებს. პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ...

15 May 2018

იტალიის ულამაზესი სასტუმროები

იტალია სასტუმროების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს მოგზაურებს, დაწყებული მდიდრულ სასტუმროებად გადაკეთებული მრავალსაუკუნოვანი ...

23 May 2018

ტაილანდის გამორჩეული სასტუმროები

ტაილანდი საოცარი ქვეყანაა, რომელიც მილიონობით ტურისტს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან თავისი ტროპიკული ტყეებით, უსასრულო, ...

10 May 2018

განუმეორებელი პორტუგალია

პორტუგალია იბერიის ნახევარკუნძულზე მდებარეობს, სამხრეთით და დასავლეთით კი ატლანტის ოკეანე ესაზღვრება. მისი ლამაზი სანაპიროების ...

07 May 2018

ავსტრიის გამორჩეული ქალაქები

ავსტრია ალპებში განლაგებული, პატარა, ლამაზი ქვეყანაა. ის მსოფლიოში ცნობილია არამხოლოდ თავისი ლამაზი ბუნებით და სათხილ...

29 May 2018

ტაილანდის გამორჩეული სასტუმროები- ნაწილი 2

ვაგრძელებთ ტაილანდის გამორჩეული სასტუმროების ჩამონათვალს. პირველი ნაწილი იხილეთ ...