52
ავსტრიის გამორჩეული ქალაქები
07 მაისი 2018
ავსტრია ალპებში განლაგებული, პატარა, ლამაზი ქვეყანაა. ის მსოფლიოში ცნობილია არამხოლოდ თავისი ლამაზი ბუნებით და სათხილამურო კურორტებით, არამედ ისეთი ცნობილი კლასიკოსი კომპოზიტორებით როგორიც იყო მოცარტი, შტრაუსი, ვონ ტრაპი და სხვა.
წარმოგიდგენთ ავსტრიის საუკეთესო ადგილებს.
ვენა
ვენა მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, რომელსაც შეხება ჰქონდა როგორც რომაელებთან, ასევე ბარბაროსებთან, ვენასთან შეაჩერეს მონღოლი მეომარი ურდოები და დაამარცხეს ოსმალთა იმპერიის ჯარები.
დღეს ვენა ვალსის, ხელოვნების, მუსიკის ქალაქია, დიდი ტაძრებით, მდიდრული რეზიდენციებით, საოპერო სახლებით, თეატრებით და მუზეუმებით. მას ხშირად ოცნებების ქალაქსაც უწოდებენ.
ზალცბურგი
ზალცბურგი ავსტრიის და გერმანიის საზღვარზე მდებარეობს და უმეტესად ცნობილია როგორც მოცარტის დაბადების ადგილი. შუასაუკუნეებში აშენებული ციხესიმაგრეები, ძველი, თვალწარმტაცი ქალაქი (Altstadt) და სულისშემკვრელი ალპური ხედი ზალცბურგს ავსტრიის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილად აქცევს. მათ ვისაც ფილმი The S
...