4 აგვისტოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სოფელ ომალოში ,,მეცხვარის დღე - თუშეთობა - 2018“ გაიმართება.
ადგილზე წარმოდგენილი იქნება როგორც ადგილობრივი, ასევე მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები. მოეწყობა ძველებური-თუშურ-მწყემსური ყოფა-ცხოვრების ამსახველი ტრადიციული კუთხე. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ტრადიციული თუშური კერძების მომზადების პროცესში და დააგემოვნონ ისინი.
ღონისძიების ფარგლებში, ასევე გაიმართება სპორტული ღონისძიებები და მოეწყობა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ფოლკლოლური ჯგუფები და მოწვეული მომღერლები.
• ადგილი: სოფელი ომალო
• თარიღი: 04 08 2018
• დრო: 12:00 – 20:00
ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კიდევ 2 ახალ პირდაპირ მიმართულებას ამატებს. ფრენები საბერძნეთის მიმართულებით, კერძოდ ათენსა და სალონიკში შესრულდება.
ათენისკენ ავიამიმოსვლა 2018 წლის 26 მარტიდან დაიწყება და კვირაში ორი სიხშირით განხორციელდება. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 186 ევროდან იწყება. რაც შეეხება სალონიკს, აქ ფერენების შესრულებას Georgian Airways-ი 28 მარტიდან დაიწყებს, ორმხრივი ავიაბილეთის საწყისი ფასი 167 ევროა. ფრენები აქაც კვირაში ორჯერ შესრულდება.
გარდა ამისა, მარტის თვეშივე, კერძოდ 25 მარტიდან Georgian Airways ბარსელონას და ბოლონიის მიმართულებითაც იფრენს. თბილისი-ბარსელონა-თბილისი – პირდაპირი ფრენები ყოველ ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება; თბილისი-ბოლონია-თბილისი კი – ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს.