#ქალაქიხასიათით - ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“-ის მასშტაბური კონკურსი

#ქალაქიხასიათით - ქართული მინერალური წყალი „ბორჯომი“  მასშტაბურ კონკურსს იწყებს 


შექმენი შენი ქალაქის ხასიათი და გახდი კონკურსის  #ქალაქიხასიათით გამარჯვებული


#ქალაქიხასიათით - ასე ჰქვია შემოქმედებით კონკურსს, რომელმაც 24 სექტემბერს აიღო სტარტი.


კონკურსის მიზანია საქართველოს ქალაქების ინდივიდუალური ხასიათის წარმოჩენა და მათი ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.


#ქალაქიხასიათით მასშტაბური ხასიათის კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება საქართველოში მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ამისთვის საჭიროა კონკურსანტმა გადაიღოს მოკლე ვიდეო, ან შექმნას ფოტოკოლაჟი, რომელშიც გვიამბობს შერჩეული ქალაქის შესახებ, კადრში გამოიყენოს „ბორჯომი“, ატვირთოს საბოლოო პროდუქტი საკუთარ სოციალურ ქსელში (Facebook/Instagram) ჰეშთეგებით #ქალაქიხასიათით, #ბორჯომი, #დაახასიათეშენიქალაქი და გაუზიაროს  მისი ნამუშევარი მეგობრებს. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება და საკონკურსო ნამუშევრების ნახვა შესაძლებელია სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ პლატფორმაზე www.qalaqikhasiatit.borjomi.com


მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის თემატიკა შეზღუდული არ არის. აუცილებელი პირობაა, ჩანდეს კავშირი ავტორსა და შერჩეულ ქალაქს შორის. საინტერესოა თუ როგორ ხედავს და გრძნობს კონკურსის მონაწილე ამა თუ იმ ქალაქის ხასიათს. ამასთან, ნამუშევრის შესაფასებლად, მნიშვნელოვანია: გადაღების ხარისხი, სრულყოფილი სიუჟეტი და ინდივიდუალიზმი ხედვაში.  კონკურსი 2 კატეგორიაში გაიმართება, „მოყვარული“ და „პროფესიონალი“. გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური ნოემბერში გამოავლენს, რომელთა შორისაა, რეჟისორი თინა ყაჯრიშვილი, The Movement TV - დამფუძნებელი ანანო ბაკურაძე, live branding დამფუძნებელი ალექს ჩიქოვანი, ოპერატორი მინდია ესაძე, Palitravideo.ge-ს რედაქტორი გიორგი გიორგაშვილი, ფოტოხელოვანი მარი ნაკანი.  გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან.


ბორჯომი“ წლევანდელი კომუნიკაციით ხაზს უსვამს და მხარს უჭერს თითოეული ადამიანის ღირებულებებს, მათ უნიკალურობას, ხასიათს. საქართველო მართლაც უნიკალურია თავისი ღირსშესანიშნაობებით, კუთხეებით, ქალაქებით. ადამიანის მსგავსად თითოეულ ქალაქს აქვს თავისი უნიკალური ხასიათი, სწორედ ამიტომ „ბორჯომი“ ყველა მსურველს აძლევს შესაძლებლობას უკეთ წარმოაჩინოს და გაგვაცნოს საკუთარი ქალაქი, თავისი ისტორიით, ნაცნობი თუ უცნობი მხარეებით. ვფიქრობთ, პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში შიდა ტურიზმის განვითარებას და საქართველოსა და მისი კუთხეების შესახებ ცნობადობის გაზრდას“ - განმარტავს ქართული მინერალური წყალი „ბორჯომის“  ბრენდ მენეჯერი, ირინა კეიდია.


პროექტის მიზანია, კონკურსანტმა წარმოაჩინოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე თავისი ინდივიდუალიზმითა და ხასიათით, მათივე დახმარებით, ვისთვისაც ესა თუ ის მხარე მშობლიურია, რადგან მხოლოდ ადგილობრივ მკვიდრს ან მასთან ემოციურ კავშირში მყოფ ადამიანს შეუძლია იგრძნოს, გადმოგვცეს და დაგვანახოს ქალაქის ხასიათი განსხვავებული მხრიდან. 


პროექტის ორგანიზატორია კომპანია „IDS ბორჯომი თბილისი“ და ის დაფუძნებულია „ბორჯომის“ 2019 წლის საკომუნიკაციო პლატფორმაზე - შენ გაქვს ხასიათი! ხასიათს ვერ დამალავ! 


„ბორჯომი“ კონკურსით #ქალაქიხასიათით კარს გვიღებს საქართველოში  და გვაცნობს მის კუთხეებს უცნობი მხარეებით.
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %