WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს
Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...
ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე.
ბოლო წლებში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში ხვდებოდა, რომელთა მოქალაქეებს ალბანეთში გამგზავრება უვიზოდ, ზაფხულის პერიოდში შეეძლოთ. ახლა ეს შესაძლებლობა მათ ნებისმიერ სეზონზე ექნებათ.
„საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების საიტზე.
ბოლო თვეებში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი რამდენიმე ქვეყანამ გააუქმა, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინამ და სერბეთმა.
ავიაკომპანია WizzAir-ი მაისის თვეში ევროპის კიდევ 5 მიმართულებით იწყებს ფრენებს. 17 მაისს პირველი რეისი შესრულდება რომის, პარიზის და ათენის მიმართულებით. 18 მაისიდან ფრენები განხორციელდება ბარსელონას მიმართულებით. 19 მაისიდან კი WizzAir-ი პრაღის მიმართულებით დაიწყებს რეისების შესრულებას.
გარდა ამისა, 17 მაისს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ვიზეარი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მეორე ბაზას გახსნის.
ავიაბილეთების ფასები 29,99 ევროდან იწყება. ფრენებს კომპანია ეარბას A320 ტიპის ავიახომალდით შეასრულებს.
ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია მათთვის, ვისაც ჯერ არ მოუფიქრებია სად გაემგზავროს ზაფხულში დასასვენებლად და ეძებს იაფ ფრენებს!
Wizz Air-ს 15 წელი უსრულდება. რათქმაუნდა, ამ დღესასწაულის გაზიარება თავის მომხმარებელთან სურს ანუ მილიონობით ტურისთთან.
და აი, 19-20 მაისს ვინც შეიძენს Wizz Air ავიაბილეთებს მიიღებს 15%-იან ფასდაკლებას.
იყიდე ბილეთი დღეს შენი მომავალი თავგადასავლებისთვის!
დეტალური ინფარმაციისთვის ეწვიე Wizzar-ის საიტს https://wizzair.com