კურორტ გომარდულში ზამთრის სეზონი იხსნება
აჭარის კურორტ გომარდულში ზამთრის სეზონი 30 დეკემბერს იხსნება.
სეზონის გახსნის აღსანიშნავად კურორტზე მოეწყობა საახალწლო დეკორაციები, განთებები და ნაძვის ხე. მუსიკალური პროგრამა მოიცავს როგორც ცოცხალ მუსიკას და ფოლკლორს, ასევე DJ-ს.
ღონისძიებაზე დაგეგმილია საბავშვო გასართობი აქტივობებიც.
მონაწილეობის მიღების მსურველებისთვის ბათუმიდან გომარდულამდე იმოძრავებს უფასო ტრანსპორტი.
კურორტი გომარდული შუახევის მუნიციპილატიტეტში ზღვის დონიდან 1150 მეტრზე მდებარეობს. კურორტზე პირველი თოვლი ნოემბერში მოდის . თოვლის სიმაღლე ხშირად 2–3 მეტრამდე აღწევს. თოვლში სრიალის მოყვარულთათვის 250 მეტრის სიგრძის სათხილამურო ტრასაა გაკეთებული. სოფელში ძირითადად მცირე ზომის ხის სახლებია. კურორტი დამსვენებელს სთავაზობს საოჯახო ტიპის სასტუმროებსა და კოტეჯებში დაბინავებას. ადგილობრივები სტუმრებს ცნობილი აჭარული კერძებით უმასპინძლდებიან, როგორიცაა ბორანო და კაიმაღი.



სიახლეები
27 დეკემბერი 2017

16245
გაზიარება








ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.
