10 ყველაზე დიდი მეტრო მსოფლიოში
ზოგადი ინფორმაცია: მეტროპოლიტენი არის მიწისქვეშა სარკინიგზო მაგისტრალი, რომელიც რეგულარულ მატარებლებს მართავს. ამჟამად მეტრო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტია, სადაც არ იქმნება (ან არ უნდა იქმნებოდეს) ხანგრძლივი გაჩერებები და საცობები. ჩვენ გთავაზობთ მსოფლიოს უდიდესი მეტროების ტოპ ათეულს.
ნიუ იორკი
ჩვენს სიაში პირველ დამსახურებულ ადგილს ნიუ იორკის მეტრო იკავებს, რომელიც 1904 წელს გაიხსნა და ერთ-ერთ პირველ მეტროდ ითვლება. მეტრო 1,355 კილომეტრის სიგრძეზეა, თუმცა მხოლოდ 1,056კმ არის განკუთვნილი მგზავრებისთვის.ეს მეტრო მსოფლიოში უმსხვილესია სადგურების სიმრავლის გამო (472). სადგურების 60% მდებარეობს მიწისქვეშ. მარშუტების მაქსიმალური რაოდენობა 37 ხაზია. წლის სამგზავრო ნაკადი დაახლოებით 1,7 მილიარდს შეადგენს და ქალაქს 24 საათის განმავლობაში ემსახურება.
სეული
სამხრეთ კორეის დედაქალაქის, სეულის მეტრო 1974 წელს გაიხსნა. ის განთქმულია სადგურების რაოდენობით: მის 18 ხაზზე 436 პლატფორმა მდებარეობს. წელიწადში მეტრო 2.5 მილიარდს ადამიანს ემსახურება და დატვირთვის თვალსაზრისით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. მეტროპოლიტენი კერძო კომპანიების საკუთრებაშია, რომლებიც ინარჩუნებენ მის მდგომარეობას და ყოველწლიურად ზრუნავენ მის განვითარებაზე.
შანხაი
ჩინეთში შანხაის მეტრო, შედარებით ახალგაზრდაა, იგი 1993 წლიდან მუშაობს. ის მხოლოდ 14 ხაზს მოიცავს, სიგრძით კი 550 კილომეტრზე მეტია. ყოველწლიურად ამ მეტროში,3.5 მილიარდამდე ადამიანი გადაადგილდება.ზედმეტად გადატვირთულობის გამო შანხაის ხელისუფლება 2020 წლისთვის მეტროს 780 კილომეტრამდე გაზრდას გეგმავს. მეტროსვაგონებში ყოველთვის სისუფთავეა და გაჩერებებზე დამონტაჟებულ მონიტორებზე მუდმივად მიმდინარეობს ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის ტრანსლაცია.
მადრიდი
ესპანეთის მეტრო, რომლიც 1919 წელს გაიხსნა, ჩვენს სიაში საპატიო მეოთხე ადგილს იკავებს. აქ სადგურების მაქსიმალური რაოდენობით - 326, რომლებიც განთავსებულია მხოლოდ 16 ხაზზე და 293 კილომეტრის სიგრძეზე. მადრიდის მეტროს 93% მდებარეობს მიწისქვეშ და აქვს ორი წრიული ხაზი. საინტერესოა, რომ აქ მდებარეობს ე.წ. „მოჩვენებების სადგური“, რომელიც მოქმედებდა 1966 წლამდე და ახლა სადგური-მუზეუმია.
პეკინი
პირველ ხუთეულში ჩინეთის, კერძოდ კი პეკინის მეტროც შევიდა, რომელიც 1969 წლიდან ფუნქციონირებს და მსოფლიოში ყველაზე გადატვირთულ მეტროპოლიტენად ითვლება. პეკინის მეტროს ყოველწლიურად 3.2 მილიარდი ადამიანი იყენებს, ხოლო პიკი საათებში სატრანსპორტო სისტემა 10 მილიონზე მეტ მგზავრს ითვლის. ყოველწლიურად მეტროს მგზავრთა რაოდენობა იზრდება, შესაბამისად ხელისუფლება გეგმავს მის გაფართოვებას და 13 ხაზის დამატებას. პეკინის მეტრო სისუფთავისა და განათების მხრივ პირველ ადგილზეა.
პარიზი
საფრანგეთში პარიზის მეტრო 1900 წელს გაიხსნა. ამჯამად ის 303 სადგურითა და 16 ხაზით მუშაობს. წელიწადში სამგზავრო ტრაფიკი 1,5 მილიონ ადამიანზე მეტია, დღეში კი დაახლოებით 4 მილიონამდე. მეტროს დიდი პლიუსი ისაა, რომ არის საკმაოდ მოდერნიზირებული, სუფთა და მუდმივად განახლებადი. საინტერესოა, რომ პარიზის მეტრო ქალაქის საზღვრებს სცდება და გადადის მეზობელ პატარა ქალაქებში.
ტოკიო
იაპონიაში ტოკიოს მეტრო 1927 წელს გაიხსნა. წლიური სამუშაო დატვირთვა 3.2 მილიარდი მგზავრია, და ის უტოლდება პეკინის მეტროს დატვირთვას. ტოკიოს მეტროს განსხვავებულობა მის ერთ-ერთ მოვალეობის შემსრულებელ პირშია, რომლის სახელია „ოსია“. მისი სამუშაო მდგომარეობს პიკი საათებში გავსებულ ვაგონებში ხალხს სწრაფად შესვლაში დაეხმაროს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაატიოს.
ლონდონი
მსოფლიოს პირველი მეტრო დიდ ბრიტანეთში ლონდონში 1863 წელს გაიხსნა. ლონდონის მაცხოვრებლები მეტროს ქსელს „მილს“ უწოდებენ. მგზავრების რაოდენობა წელიწადში დაახლოებით 1,2 მილიარდს შეადგენს. ლონდონის მეტრო სხვა სატრანსპორტო სისტემების წინაპარია, იგი აშენებულია კომპანია მიერ. ადგილობრივი მაცხოვრებლები მეტროს „Metropolitan Railway” -ად მოიხსენიებდნენ, შემდეგ კი სახელი შეკვეცეს და ახლა უბრალოდ მეტროპოლიტენს „Metropolitan” ეძახიან.
მექსიკა
მექსიკის მეტრო 1969 წელს გაიხსნა და ყოველწლიურად 1.5 მილიარდ ადამიანს ემსახურება. მეტრო განთქმულია სადგურის რუკაზე არსებული სიმბოლოებით, სადაც გამოყენებულია ადამიანების, ცხოველების და მცენარეების ნახატები. ამის მიზეზი კი ქვეყანაში წერა-კითხვის უცოდინარი ხალხის დიდი რაოდენობაა. საინტერესოა, რომ პიკის საათებში გამოიყოფა სამი ვაგონი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ ქალებისა და ბავშვებისათვის.