WizzAir-ი ქუთაისიდან ახალ მიმართულებას ამატებს
Wizz Air პირდაპირი ავიარეისების შესრულებას ქუთაისსა და გდანსკს შორის იწყებს. ეს იქნება ერთადერთი პირდაპირი რეისი, რომელიც აღნიშ...
ყაზბეგში, სოფელ გველეთში არსებულ ჩანჩქერზე ვიზიტი ფასიანი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს გიდებისგან გახდა ცნობილი. მათი თქმით, ჩანჩქერთან მისვლაში მათ ადგილზე მყოფმა პირმა 3 ლარი გადაახდევინა. როგორც სალარო აპარატიდან აღებული ჩეკით ირკვევა, თანხას ინდივიდუალური მეწარმე გიორგი ღუდუშაური იღებს. გიდების თქმით, ჩანჩქერთან მყოფმა პირმა მათ განუცხადა, რომ მიმდებარე ტერიტორია მას იჯარით აქვს აღებული.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს აღნიშნულ ფაქტზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
უკრაინული ავიაკომპანია “Bravo Airways”, რომელიც გასული წლის განმავლობაში კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ასრულებდა, აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს.
კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულებას “Bravo Airways” 17 ივნისიდან დაიწყებს. ფრენები 2 სექტემბრამდე, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, Boeing B737 და MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინიტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა 12 აპრილს მიენიჭა.
ალბანეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე გამოქვეყნდა ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების ოფიციალურ ვებგვერდებზე.
ბოლო წლებში საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში ხვდებოდა, რომელთა მოქალაქეებს ალბანეთში გამგზავრება უვიზოდ, ზაფხულის პერიოდში შეეძლოთ. ახლა ეს შესაძლებლობა მათ ნებისმიერ სეზონზე ექნებათ.
„საქართველოს მოქალაქეს, რომელიც მიემგზავრება ალბანეთის რესპუბლიკაში, შეუძლია, ვიზის გარეშე შევიდეს და დარჩეს ალბანეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 90 დღე, ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების საიტზე.
ბოლო თვეებში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი რამდენიმე ქვეყანამ გააუქმა, მათ შორის ბოსნია და ჰერცეგოვინამ და სერბეთმა.