10 February 2016
  • 9871 ნახვა

20 საუკეთესო ფილმი მოგზაურობაზე

არაფერი არ აღძრავს მოგზაურობის სურვილს იმაზე მეტად, ვიდრე ფილმები მოგზაურობის და თავგადასავლების შესახებ. ისინი გვმუხტავენ მოტივაციით და შთაგონებით ახალი ადგილების დასაპყრობად. გავეცნოთ ფილმების გურუდ წოდებული საიტის, IMDB-ს მიერ შექმნილ სიას, რომელშიც შევიდა 25 საუკეთესო ფილმი მოგზაურობის შესახებ: 1. ველურ პირობებში (Into the wild) ფილმი მოგვითხრობს რეალურ ისტორიას კრისტოფერ მაკკენდლესის შესახებ. ახალგაზრდა კრისტოფერი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, რომელმაც თანამედროვე საზოგადოების მატერიალური ფასეულობები უარყო და დაარიგა მთელი ქონება. ორი წლის განმავლობაში ის დაეხეტებოდა ამერიკასა და მექსიკაში, ლუკმა-პურის ფულს შემთხვევით სამუშაოებზე შოულობდა, სანამ საბოლოოდ ალიასკაზე არ აღმოჩნდა. 371062 2. მოტოციკლისტის დღიურები (The Motorcycle Diaries) 1952 წლის იანვარში, ახალგაზრდა სტუდენტი-მედიკოსები ერნესტო გევარა დე ლა სერნა და ალბერტო გრანადა, ძველი მოტოციკლით, სამოგზაუროდ მიდიან. მათი შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობა დაედო საფუძვლად ერნესტოს ჩანაწერებს და მის მტკიცე პოლიტიკურ მრწამსს, რომელიც შემდგომში ყველასათვის ცნობილი გახდა სახელით ერნესტო ჩე გევარა. BSO_Diarios_De_Una_Motocicleta_(The_Motorcycle_Diaries)--Frontal 3. სანაპირო (The Beach) თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. e2c889f69dc9b0c4632eac418f5 4. გზა (The Way) როდესაც მისი ვაჟი გარდაიცვლება პირინეებში პილიგრიმობისას, ტომი მიფრინავს საფრანგეთში რათა შვილის გზა გაიაროს.ფილმი ეძღვნება კათოლიკე მომლოცველების ცნობილ მარშრუტს, რომელიც სანტიაგო-დე-კომპოსტელასკენ მიდის (SANTIAGO DE COMPOSTELA). ათასი წლის განმავლობაში ამ 800 კილომეტრიან გზას გადიოდნენ მორწმუნეები და იგი მთავრდებოდა სანტიაგო-დე-კომპოსტელას ტაძარში, სადაც გადმოცემის თანახმად მოციქული იაკობია დაკრძალული. The_Way_Quad_3_LR 5. 180° სამხრეთით (180° South) ფილმი მოგვითხრობს თავგადასავლების მაძიებელ ჯეფ ჯონსონის ისტორიას, რომელსაც სურს გაიაროს თავისი გმირების ივონ ჩოინარდისა და დუგ ტომკინსის 1968 წლის ეპიკური მოგზაურობის მარშრუტი პატაგონიის გზაზე. maxresdefault 6. ველური (Wild) შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული ნოველაზე მსახიობმა რიზ უიზერსპუნმა უფლებები მანამ მოიპოვა, სანამ ნაწარმოები NEW YORK TIMES-ის ბესტსელერთა სიაში მოხვდებოდა და საქვეყნო პოპულარობას მოიპოვებდა. ფილმში, რომელშიც მთავარ როლს ოსკაროსანი მსახიობი თამაშობს და რომლის რეჟისორი, 2013 წლის გახმაურებული დრამის, ,,დასალისი მყიდველთა კლუბის” რეჟისორი ჟან-მარკ ვალეა, მოქმედება შუა ხნის ქალბატონის ირგვლივ ვითარდება, რომლსაც 1100 მილის გავლა მოუწევს, იმისათვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს. Wild 7. ერთი კვირა (One Week) შეუძლებელია ცხოვრების აზრის პოვნა, თუ არ იცი მისი ფასი. გასხივოსნების იშვიათ მომენტებში, როდესაც გეჩვენება, რომ სამყაროში ყველაფერს აქვს აზრი, გინდა, რომ ეს არასოდეს დასრულდეს. ბნელ დროებაში ასეთი მომენტები ცხოვრების ტალღებში მოტივტივე ნავს ჰგავს, როდესაც გარშემო ყველაფერი ჰარმონიულია. როდესაც გეჩვენება, რომ სიცოცხლე გონიერია და არა ილუზია. ჩნდება კითხვა: რას მოიმოქმედებდი, თუკი გეცოდინებოდა, რომ მხოლოდ ერთი დღე, ერთი კვირა ან ერთი თვე გაქვს სიკვდილამდე დარჩენილი. რა გზას აირჩევდი? რომელ საიდუმლოს იტყოდი? რომელ კონცერტზე წახვიდოდი? ვის გამოუტყდებოდი სიყვარულში? რომელ სურვილს აიხდენდი? დედამიწის რომელ ეგზოტიკურ ადგილას გაფრინდებოდი მხოლოდ ყავის დასალევად?.. და როგორ წიგნს დაწერდი? one-week_970x390 8. გზები (Tracks) ახალგაზრდა გოგონა სახელად რობინი გადაწყვეტს ავსტრალიის გადაკვეთას. გზაში მას თან ჰყავს ძაღლი და ოთხი აქლემი. «National Geographic»-ის ჟურნალი, რომელიც დაინტერესდა მისი პროექტით, სთავაზობს გოგონას დაწეროს ტურისტული შენიშვნები და აყოლებენ ფოტოგრაფს. tracks31 9. დედაშენიც (Y Tu Mamá También) ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდა ყმაწვილისა და მომხიბლავი ზრდასრული ქალის საგზაო თავგადასავალს. ბოკა დელ სიერო, სანაპირო სადაც ისინი მიემართებიან, სინამდვილეში არ არსებობს. ბიჭებმა იგი ქალის ყურადღების მისაზიდად გამოიგონეს. BSO_Y_Tu_Mama_Tambien--Frontal 10. მატარებელი დარჯილინგისკენ (The Darjeeling Limited) სამი ძმა მამის ანდერძის შესასრულებლად ინდოეთისკენ მიემგზავრება. ძმებმა თავიანთი დედა უნდა იპოვონ. poster_thedarjeelinglimited 11. შეხვედრები ქვეყნის დასალიერს (Encounters at the End of the World) რეჟისორ ვერნერ ჰერცოგთან ერთად, ანტარქტიდაზე, ამერიკულ კვლევით ცენტრ მაკმორდოს სადგურზე მივემგზავრებით. მას განზრახული აქვს გადაიღოს ფილმი ყველაფრის შესახებ, რასაც წყალქვეშ ნახავს. Encounters-at-the-End-of-the-World 12. სანამ სიკვდილი მოვა (The Bucket List) ორი ხანშიშესული ადამიანის ისტორია, რომლებიც კიბოს უკურნებელი დაავადებით არიან ავად. მათ გადაწყვიტეს, რომ სიკვდილის წინ უკანასკნელი სურვილები აისრულონ. მოხუცები გარბიან კლინიკის ონკოლოგიური განყოფილებიდან. the-bucket-list 13. უოლტერ მიტის არაჩვეულებრივი ცხოვრება (The Secret Life of Walter Mitty) ჟურნალ "LIFE"ს ფოტო მენეჯერი უცნაური ადამიანი, ის მუდმივად ოცნებაშია და ხშირად რეალობის აღქმა უჭირს. ერთხელაც ის მიემგზავრება დაკარგული ნეგატივის საპოვნელად. The-Secret-Life-Of-Walter-Mitty-2013 14. აფრიკიდან (Out of Africa) საუკუნის დამდეგი. კარენ ბლისკენი კენიაში მიემგზავრება, სადაც მისი მეუღლე ყავის ახალი სახეობის მიღებაზე მუშაობს. იქ, აფრიკის გულში, ბედისწერა კარენს ნამდვილ და ერთადერთ სიყვარულს შეახვედრებს. out-of-africa-main-review 15. ერთხელ ვცხოვრობთ (Zindagi Na Milegi Dobara) სამი ახალგაზრდა მამაკაცი მიემგზავრება არდადეგებზე სამოგზაუროდ, რაც მთლიანად ცვლის მათ ცხოვრებას. კაბირი ხვდება გოგონას სახელად ნატაშა და ექვსი თვის შემდეგ ისინი ქორწინდებიან. მას სურს ოჯახური ცხოვრების დაწყებამდე დაემშვიდობოს ძველ ცხოვრებას და მოაწყოს სამ კვირიანი მოგზაურობა ორ საუკეთესო სკოლის მეგობართან იმრანთან და არდჟუნთან ერთად. maxresdefault 16. რამდენად შორს (How much further) ფილმი ორი მოგზაური გოგონას ესპერანსასა და ტრისტეზას თავგადასავალს მოგვითხრობს. რომლებმაც დააგვიანეს თავიანთ ავტობუსზე და გადაწყვიტეს მაინც გაეგრძელებინათ გზა. ისინი ბევრი თავგადასავლის გმირები გახდნენ და ბევრ საინტერესო ადამიანსაც შეხვდენენ, რამაც გოგონები აიძულა გადაეფასებინათ თავიანთი მოგზაურობის მთავარი მიზანი. quetanlejos 17. დაუსრულებელი ზაფხული (The Endless Summer) დაუსრულებელი ზაფხული, ასე უწოდეს თავიანთ ისტორიას სერფერებმა, რომლებიც საუკეთესო ტალღის ძიებაში მთელს მსოფლიოს შემოივლიან. qss_endless_summer_poster 18. უდარდელი მხედარი (Easy Rider) ჰიპი მოტოციკლისტები ამერიკაში მოგზაურობენ თავიანთი ”ჰარლი დევიდსონებით”, ეწევიან მარიხუანას, სვავენ და ათას სისულელეზე საუბრობენ. 60-იანი წლების საკულტო ფილმი. ლასლო კოვაჩის საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი და შესანიშნავი საუნდტრეკი როკ-ლეგენდების შესრულებით. Easy-Rider-Movie 19. მოგზაურობის ხელოვნება (The Art of Travel) ნამდვილი მოგზაური გატკეპნილ გზაზე არასოდეს მიდის, ის თავად იკვალავს გზას. კონორ ლეინი მოულოდნელად ცვლის თავის ცხოვრებას და ცენტრალურ ამერიკაში სამოგზაუროდ მიდის. თქვენ მასთან და მის ახალ მეგობრებთან ერთად, იმოგზაურებთ ნიკარაგუაში, კოლუმბიაში, პანამაში, პერუში, ინკების ქალაქ მაჩუ-პუკჩუში და ბოლივიაში. key_art_the_art_of_travel35 20. შაბათის რუკა (A map for Saturday) მსოფლიოს ირგვლივ მოგზაურობისას ყველა დღე შაბათს გავს. შაბათის რუკა მოგვითხრობს მარტოხელა მოგზაურის გრძელ გზას ოთხი კონტინენტის ირგვლივ. map_for_sat

მსგავსი
08 August 2019

ევროპის 4 გამორჩეულად ლამაზი ქალაქი

დღეს წარმოგიდგენთ ევროპის 4 ქალაქს, რომელიც გამოირჩევა თავისი ისტორიით, სილამაზითა და კულტურით. ...

02 August 2019

მალტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულება.

კუნძულოვანი ქვეყანა ...

17 June 2019

რა უნდა ვიცოდეთ აფრენამდე

რა უნდა ვიცოდეთ Wizzair -ის თვითმფრინავის ბორტზე სანამ ავალთ ? რა საბუთები უნდა გვქონდეს თან და როგორ უნდა მოვიქცეთ თ...

03 May 2019

რატომ არ ღირს „მონა ლიზა“-ს და ბრიუსელის „ბიჭუნას“ ნახვა?

ბრიტანული ავიაკომპანიის „EasyJet“ ექსპერტებმა გამოკითხეს 20 000 ტურისტი, რათა გაერკვიათ ევროპის რომელმა ღირშესანიშნ...

23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...