07 March 2017
  • 3401 ნახვა

გაზაფხული ევროპაში - 5 განსხვავებული მიმართულება

გაზაფხული მოგზაურობისთვის საუკეთესო დროა! მითუმეტეს, ევროპაში მოგზაურობისთვის, და მითუმეტეს მაშინ, როდესაც სულ მალე ველოდებით უვიზო მიმოსვლას შენგენის ზონაში. არჩევანი დიდია: ამსტერდამი, პარიზი, ბუდაპეშტი, ვენა და ა.შ. მაგრამ, დროა განსხვავებულ მიმართულებებზეც იფიქროთ.

ჩვენ გთავაზობთ Insight Guides-ის მიერ შერჩეულ საუკეთესო მიმართულებებს გაზაფხულისთვის.

ზადარი, ხორვატია

 ზადარი ხორვატიის ტურისტულად ყველაზე საინტერესო ადგილია დუბროვნიკის და სპლიტის შემდეგ. ნახევარკუნძულზე მდებარე ქალაქი ულამაზესი ხედებით გამოირჩევა. ქვიშიან სანაპიროსთან წყლის კონტაქტისას განსაკუთრებული ხმის ეეფქტი იქმნება. ზადარის სანაპიროზე მზის ჩასვლაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან ამ დროს სხივების მრავალფერად არეკვლა ხდება.

იტალიის ტბები

ალპების გასწვრივ ულამაზესი ტბები იტალიის ოთხ რეგიონს მოიცავს: პიდმონტი, ლომბარდია, ტრენტინო და ვენეტო. განსაკუთრებულ სამეულს წარმოადგენენ მაგიორეს, კომოს და გარდას ტბები. მათ მიმდებარედ კიდევ არაერთი პატარა ტბაა. გაზაფხულზე სტუმრობის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ საუკეთესო მდგომარეობაშ ნახოთ ტბები და ხალხმრავლობასაც თავი აარიდოთ.

ლესვოსი, საბერძნეთი

ლესვოსი საბერძნეთის სხვა კუნძულებისგან გამოირჩევა სამხრეთული ტყეებით, ულამაზესი ბაღებით და ცხელი წყაროებით. თერმული აბაზანები და სპა ლესვოსს სხვა კუნძულებთან შედარებით დიდ უპირატესობას ანიჭებს. ოსმალები მას "ეგეოსის ბაღს" უწოდებდნენ. კუნძულზე, ასევე, იწარმოება საუკეთესო ზეითუნის ზეთი მთელს საბერძნეთში. ასე რომ, მოგზაურობის დროს გემრიელი საკვებიც შეგიძლიათ დააგემოვნოთ.

სევილია, ესპანეთი

სევილია არ არის მხოლოდ ფლამენკოს ქალაქი! ანდალუზიის დედაქალაქს დიდი ისტორიული მნიშვნელობაც აქვს. აქ მდებარეობს ევროპის უძველესი სამეფო სასახლე (რომელიც დღემდე შემორჩენილია) და უდიდესი გოთური ტაძარი მსოფლიოში. აქ აქტიური ღამის ცხოვრებითაც შეგიძლიათ ისიამოვნოთ და ულამაზესი პანორამული ხედებითაც დატკბეთ. სევილია იმედს ნამდვილად არ გაგიცრუებთ!

ლუბლიანა, სლოვენია

მდინარე ლუბლიანიკაზე გადებული დახვეწილი ხიდები, მტირალა ტირიფის ხეივნები, ღია კაფეები, მოკირწყლული ქუჩები, ბაროკოს ტიპის შენობები, და ამ ყველაფრის თავზე გადმომიცქირალი ციხე - საკმარისი მიზეზია იმისთვის, რომ სლოვენიის დედაქალაქს ეწვიოთ.

მსგავსი
23 July 2018

როგორ მოვხვდეთ გომის მთაზე

გომის მთა დღითიდღე პოპულარული ადგილი ხდება ქართველი (და არამარტო) ტურისტებისთვის. მთა გურიაში მდებარეობს, ოზურგეთში, ზღვის...

12 July 2018

ევროპის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ქალაქები ქართველი მოგზაურებისთვის

ბოლო ერთი წლის განმავლობაში თბილისის და ქუთაისის აეროპორტებიდან ევროპის მიმართულებით არაერთი პირდაპირი რეისი დაემატა. გახადა თუ...

21 June 2018

როგორ იგეგმება ტური და რა განაპირობებს ფასის ცვლილებას

ხშირია შემთხვევა, როცა Turebi.ge-ზე მომხმარებელი ნახულობს მისთვის საინტ...

14 May 2018

ღვინის ეზო N1 - აუცილებლად სანახავი ადგილი კახეთში

თუ გინდა გაიგო როგორია ქართული, კახური ტრადიციული ოჯახი - აუცილებლად უნდა ესტუმრო ღვინის ეზო N1-  ს. მეღვინ...

05 February 2018

მსოფლიოს ულამაზესი ხედები

მოგზაურობა ყველასთვის საყვარელი ჰობია. როდესაც საქმე სამოგზაურო ადგილის შერჩევამდე მიდის, მაშინ ორი არჩევანი გვაქვს. პირველი - ...

15 January 2018

ლაშქრობა ჩვილთან ერთად... და არა მარტო

თუ თქვენ ლაშქრობის ისეთივე მოტრფიალე ხართ, როგორიც მე, თუ თქვენი მეუღლეც მთამსვლელია და გსურთ, თქვენი სიყვარულის ნაყოფიც აზიარო...

08 January 2018

4 მიმართულება ძველით ახალი წლისთვის, რომელიც მცირე ბიუჯეტს მოითხოვს

ბევრ ჩვენგანს სურს, ძველით ახალი წლის ღამე სასიამოვნო მოგონებად აქციოს. აღვნიშნოთ ის მეგობრების გარემოში საქართველოს მთის კურორ...

05 January 2018

სპეციალური მიმართვა გუდაურის ვიზიტორებს

მთის კურორტების განვითარების კომპანია ზამთრის კურორტების ვიზიტორებისთვის სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. "ძვირფას...

18 September 2017

ჭილის ტბა - თბილისის ყურისძირში

თბილისის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ გარშემო ტბების სიუხვით გამოირჩევა. ერთ-ერთი ჩვენი ჭილის ტბაა... საკმაოდ და...

09 June 2017

5 რჩევა ოთხფეხა მეგობართან ერთად მოგზაურობისთვის

ხანგრძლივ მოგზაურობაში წასვლისას რთულია ოთხფეხა მეგობრის სახლში დატოვება, თუმცა მათი თან წაყვანაც არაა ადვილი. სწორი დაგეგმვის ...