55
თეთნულდი - ჩემი პირველი მწვერვალი
03 მაისი 2018
თუ თქვენ გადაწყვიტეთ დაკავდეთ ალპინიზმით იცოდეთ, რომ სპორტის ეს სახეობა არ გაძლევთ უსაფრთხოების გარანტიას, იმ შემთხვევებშიც კი, თუ ფიზიკურად ხართ მზად და ასევე სპეციალური უნარებიც მაქსიმალურად გაქვთ განვითარებული. ფიზიკური მომზადება, რა თქმა უნდა, რისკს მინიმუმამდე ამცირებს, მაგრამ ყველაფერი მასზე არაა დამოკიდებული. ყოველთვის არსებობს ობიექტური საფრთხე - ქვების ცვენის, ბზარების, ზვავის , აკლიმატიზაციის სირთულე და ასევე ამინდის უეცარი ცვლის საშიშროება.
ჩემი პირველი მწვერვალი სვანეთის თეთრი პატარძალი, თეთნულდი იყო.
4852 მ სიმაღლის თეთნულდი არც თუ ისე მარტივ მწვერვალად ითვლება. არც იმის ილუზია მქონია, რომ ორ ნაბიჯში ავირბენდი. არც ის მიფიქრია, რომ სვანეთის კავკასიონზე ასვლა ისეთივე მარტივი იქნებოდა, როგორიც მაგალითად, ხვამლზე.
თეთნულდზე ასვლამდე ლაშქრობის დიდი გამოცდილება დავაგროვე, მთელი წლის განმავლობაში კი სპორტდარბაზში ვვარჯიშობდი.
მწვერვალი ნებისმიერი მოლაშქრისთვის დიდი გამოწვევაა. იქ მოსახვედრად პირველ რიგში, აუცილებელია მტკიცე ნებისყოფა, ძლიერი ფეხები, კიდევ უფრო ძლიერი
...