18 November 2015
  • 7621 ნახვა

10 საუკეთესო სათხილამურო კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში

ბრიტანული The Telegraph-ი ზამთრის კურორტების მოყვარულებს აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო სათხილამურო კურორტების საკუთარ ათეულს სთავაზობს. მათი რჩეული ათეული ასე გამოიყურება:
  1. პოიანა ბრასოვი, რუმინეთი

უპირატესობები: იოლი ფერდობები, აქტიური ღამის ცხოვრება და კულტურული ექსკურსიები. p6152344 მდებარეობს კარპატებში, უახლოესი აეროპორტიდან 3 საათის სავალზე, ხოლო ქალაქ ბრასოვიდან 12 კმ-ს დაშორებით. კურორტიდან 23 კმ-ითაა დაშორებული დრაკულას ციხე, რომელიც საინტერესო ტურისტული ობიექტია. აქ სასტუმროების კარგი არჩევანია და მაღაზიებშიც დაბალი ფასებია. სტუმრებს კურორტზე დათვის სტეიკის დაგემოვნებაც შეუძლიათ

2. პამპოროვო, ბულგარეთი

უპირატესობა: პატარა, მომხიბლავი და სტუმართმოყვარე სოფელი 28_10 ესაა ნამდვილი სოფლის ხიბლისა და ტრადიციული სათხილამურო კურორტის იდეალური შერწყმა. კურორტი საბერძნეთის საზღვრიდან 100 კმ-ითაა დაშორებული. უახლოესი, პლოვდივის აეროპორტი კი მხოლოდ 45 წუთის სავალზეა. აქაური სათხილამურო ტრასები იდეალურია დამწყებთათვის. სასტუმროებს, ძირითადად ქვის კოტეჯები წარმოადგენენ, სადაც ავტობუსით უფასო მომსახურებასაც შემოგთავაზებენ. კურორტზე რამდენი კარგი რესტორანი და ბარიცაა.

3. როზა ხუტორი, რუსეთი

უპირატესობა: ყველაზე რთული რელიეფი აღმოსავლეთ ევროპაში Rosa-Khutor-ski-re_3491600b გამორჩეული სილამაზის კურორტი სოჭის აეროპორტიდან 25 წუთის სავალზეა. მისი რთული ფერდობები უმეტესად გამოცდილ მოთხილამურეეებს იზიდავს. თუმცა აქაური რესტორნების და მაღაზიების ფასები არც ისე დაბალია.

4. მარიბოსკო პოხორიე, სლოვენია

უპირატესობები: პროჟექტორებით განათებული ფერდობები და მსოფლიო შემონატების მასპინძლობა. mariborsko-pohorje_3491634b კურორტი სლოვენიის სიდიდით მეორე ქალაქში მდებარეობს და ლუბლიანას აეროპორტიდან აქ მოსახვედრად 2 საათზე ცოტა მეტი დაგჭირდებათ. კურორტს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღამის სათხილამურო ტერიტორია აქვს. ფერდობები მორგებულია დამწყები და საშუალო გამოციდლების მქონე მოთხილამურეებზე. სასტუმროების არჩევანი მთის ძირშიც საკმაოდ კარგია, თუმცა შეგიძლიათ ქალაქში დაბინავდეთ და რეგულარული ავტობუსით ისარგებლოთ, რომელიც მხოლოდ 2 ევრო ღირს.

5. პოპოვა საპკა, მაკედონია

უპირატესობა: თოვლის მანქანით გადააგილების შესაძლებლობა PopovaShapka კურორტი გამოირჩევა კარგი თოვლის საფარით და იანვრიდან მარტამდე გარანტირებული სეზონით.  სპეციალური მუხლუხოიანი თოვლის მანქანებით შესაძლებელია ასვლა 2700 მეტრ სიმაღლეზე. ღამით შესაძლებელია ჩირაღდნებით სრიალი. დაბინავება შესაძლებელია 3*-იან სასტუმროებში ან თვითონ სოფელში.

6. კრანისკა გორა, სლოვენია

უპირატესობა: დახვეწილი კურორტი მოკლე ტრანსფერებით Kranjska-gora-opening-2011 მდებარეობს ლუბლიანას აეროპორტიდან ერთი საათის სავალზე. ესაა მიმზიდველი სოფელი იულიუსის ალპების ტყიან მთებში. კურორტს ხშირად ავსტრიას ადარებენ. კარგი ადგილია ოჯახთან ერთად დასასვენებლად. 4*-იანი სასტუმროს პოვნა სოფლის ცენტრშიც კი შეგიძლიათ.

7. იაჰორინა, ბოსნია-ჰერცოგოვინა

უპირატესობა: თანამედროვე კურორტი ღამის სათხილამურო ტრასებით [caption id="attachment_5123" align="aligncenter" width="660"]OLYMPUS DIGITAL CAMERA OLYMPUS DIGITAL CAMERA[/caption] მდებარეობს სარაევოს აეროპორტიდან 40 წუთის სავალ გზაზე. ფერდობები საშუალო სირთულისაა. ღამის ტრასა 1.7 კილომეტრიანია სა მასზე სრიალი საღამოს 6-დან დილის 9 საათამდეა შესაძლებელი. სასტუმროები ფერდობთან ახლოსაცაა, თუმცა ზოგიერთი სტუმარი სარაევოში დაბინავებას ამჯობინებს.

8. კოპაონიკი, სერბეთი

უპირატესობა: აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო რელიეფი დამწყები მოთხილამურეებისთვის Kopaonik უახლოესი აეროპორტი ბელგრადშია და კურორტზე მოსახვედრად 4 საათი და 15 წუთი დაგჭირდებათ. აქ ძირითადად პატარ-პატარა ინდივიადუალურ სასტუმროებს შეხვდებით, რომელთა გარშემო ბარები და რესტორნებია განტავსებული, თუმცა არის რამდენიმე მაღალი დონის სასტუმროც.

9. ბანსკო, ბულგარეთი

უპირატესობა: ძველი ქალაქი თანამედროვე სათხილამურო ტრასებით Bansko-shiligarnik02_4cusm ამ ცნობილ კურორტზე სოფიას აეროპორტიდან 2.5 საათში მოხვდებით. ფერდობები მოიცავს ორ მთას, რომლებზეც თანამედროვე საბაგიროებია განთავსებული. აქ შეხვდებით ბუტიკებს, ღვინის ბარებს და პიცერიებს. ფასები საკმაოდ დაბალია.

10. იასნა, სლოვაკეთი

უპირატესობები: რთული რელიეფი და ვრცელი ფრირაიდინგი Jasna-Chopok-North_3491659b უახლესი, პოპრადის ეროპორტიდან 45 წუთის სავალზე მდებარეობს და გამოცდილი მოთხილამურეებისთვის საუკეთესო ადგილია. მიუხედავად იმისა, რომ კურორტი პატარა სოფელს წარმოადგენს, საკმარისადაა ბარები, რესტორნები, სასტუმროები და მაღაზიები. ბოლო წლებში ოთხი ახალი გონდოლა და დამატებით 10 კილომეტრიანი ტრასა გაკეთდა. 3*-იან სასტუმროს ფერდობების ძირშც იპოვნით დასაბინავებლად.          

მსგავსი
17 September 2019

როგორ ხვდებიან ახალ წელს ევროპის ქვეყნებში

ყველამ ვიცით, თუ როგორ ვხდებით ან უნდა შევხდეთ ახალ წელს საქართველოში, მაგრამ ხშირად გვაინტერესებს  უფრო მეტი ინფორმაცია ს...

29 August 2019

უძველესი და ზღაპრული იტალია - ჩინკვე-ტერე

ჩინკვე-ტერე (ხუთი მიწა) ულამაზესი ეროვნული პარკი იტალიაში, რომელიც წლიდან წლამდე მილიონობით ტურისტს იზიდავს....

26 August 2019

იტალია- ნებისმიერი ტურისტის საოცნებო ქვეყანაა.

...

18 March 2019

ევროპის 10 ქალაქი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

ევროპის ძალიან ბევრი ქალაქი იმსახურებს თქვენს ყურადღებას. მაგრამ არჩევანის გასაადვილებლად, გთავაზობთ ყველაზე ლამაზი ქალაქების ს...

12 February 2019

5 ადგილი, რომელიც ესპანეთში მოგზაურობისას აუცილებლად უნდა მოინახულოთ

ესპანეთი იდეალური ქვეყანაა სამოგზაუროდ, მისი მრავალფეროვნება ყველა გემოვნების ტურისტს სთავაზობს მისთვის საინტერესო ღირსშესანიშნ...

04 February 2019

5 ულამაზესი ადგილი, სადაც ზამთრის სიცივეს გაექცევით

წარმოგიდგენთ 5 ხელმისაწვდომ ადგილს, რომლებიც ზამთრის სიცივეს დაგავიწყებთ და გაზაფხულის სეზონზე დაგაბრუნებთ. ს...

30 April 2018

მზიანი კვიპროსი მარტში

ჩემი მზიანი კვიპროსი მარტში და მარტო მოგზაურობის დღიურები. სპონტანურად აბარგებულმა მარტო სამოგზაუროდ კვიპროსი შევარჩი...

24 April 2018

გზა ბარსელონადან იბიცაზე

მოგზაურებო, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება ზღაპრული კუნძულის - იბიცას შესახებ.           ...

09 April 2018

მეთევზეების სოფელი - აკამასი - კვიპროსი

როდესაც მოგზაურობას ვიწყებთ, რეალურად ყველამ ვიცით ამა თუ იმ ადგილიდან რას ველით. კვიპროსში წასვლამდეც ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა...

11 July 2017

გერმანული ვოიაჟი - ნაწილი 3 - ბრული

ბრული ყველაზე წყნარი, მშვიდი ქალაქია გერმანიის იმ ქალაქებთან შედარებით, სადაც ვყოფილვარ. ასეთი შთაბეჭდილების შექმნაზე, ალბათ, ყ...