28 January 2016
  • 864 ნახვა

სოფელი, რომელიც მოქმედ ვულკანთანაა გაშენებული

აოგაშიმა, ვულკანური კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს, ფილიპინის ზღვაში მდებარეობს. კუნძული იაპონიას ეკუთვნის და ტოკიოს პრეფექტურაში შედის. კუნძული იცუს არქიპელაგის ყველაზე სამხრეთით მდებარე და ყველაზე იზოლირებული დასახლებული პუნქტია.  ან კუნძულზე იმავე დასახელების სოფელი, აოგაშიმა მდებარეობს, რომელიც პირდაპირ ვულკანის ძირშია გაშენებული.   aogashima-003   aogashima-006 ვულკანური კუნძულისსიგრძე 3.5 კილომეტრია, ხოლო სიგანეში 2.5 კილომეტრს აღწევს. გარშემორტყმულია ძალიან ციცაბო, უსწორმასწორო და ფენობრივი ფლატეებით — კლიფებით, რომლებიც ვულკანური აკუმულაციის შედეგს წარმოადგენენ. კუნძულის სამხრეთ კიზედე მდებარე კლიფის სიმაღლე 423 მეტრია.   ზღვის თბილი დინებების წყალობით აქაური კლიმატი თბილი და რბილი, ნაკლებად ტენიანი და  სუბტროპიკულია. კუნძული მინიმუმ 4 ვულკანის ამოფქრვევის შედეგადაა შექმნილი. ხალხი აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობს და  ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კუნძულზე დარჩენას არჩევს, რისკს ეწევა, რადგან  ვულკანი ნებისმიერ დროს შეიძლება ამოიფრქვეს. aogashima-007კუნძულის ნიადაგი ნაყოფიერია, სეირნობისას შეხვდებით უხვ მცენარეულობას, უალამაზეს მინდვრებს და ტყეებს, რომელთა მიღმა წყლის ლურჯი სარკე იშლება. aogashima-009 კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 210 ადამიანია.  გარდა ამისა, აქ როგორც წესი, უამრავი ტურისტი ჩამოდის ექსტრემალური შეგრძნებების ძიებაში. რასაკვირველია, ყველას უნდა აქტიური ვულკანის ახლოს გასეირნება.  ვულკან ოტუნბუზე ასვლისას შეიძლება ზღვის ხედებითაც დატკბეთ. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აოგაშიმას C კლასის აქტიურ ვულკანად მიიჩნევს. აქ უკანასკნელი ამოფრქვევები 1781-1785 წლებში მიმდინარეობდა.   aogashima-011 aogashima-012 aogashima-015 კუნძულზე ტურისტებს შეუძლიათ არამარტო ისეირნონ და ფოტოგრაფიით და ზღვის ხედების გადაღებით დაკავდნენ. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში გეოთერმული საუნა მდებარეობს, რომელიც ვულკანის მიერ წარმოქმნილი ცხელი წყლით იკვებება. აქვე შემოგთავაზებენ ვახშამს, რომელიც ვულკანის მიერ წარმოქმნილ ორთქლზეა მომზადებული. aogashima-016 article2926
მსგავსი
01 August 2017

ღალათი - შირაზის სამოთხე

ღალათი, ეს პატარა სოფლის სახელია, რომელიც ირანში, შირაზთან ახლოს ( 40 კმ-ს დაშორებით ) მდებარეობს და ჩემი დიდი ფავორიტია. ...

14 April 2016

საკურას ყვავილობა - საუკეთესო დრო იაპონიაში სტუმრობისთვის

გაზაფხული საუკეთესო დროა იაპონიაში სტუმრობისთვის. საკურას ყვავილობის სეზონი აქ ნამდვილი დღესასწაულია. დეკორატიული ალუბლის გვარის მ...

22 March 2016

ტერაკოტის არმია იმპერატორის დასაცავად

1974 წლის მარტში არტეზიული ჭის თხრის დროს მუშებმა შემთხვევით ჩვენი დროის ერთ-ერთი საოცრება - ტერაკოტის არმია აღმოაჩინეს, რომელიც 8...

28 January 2016

სოფელი, რომელიც მოქმედ ვულკანთანაა გაშენებული

აოგაშიმა, ვულკანური კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს, ფილიპინის ზღვაში მდებარეობს. კუნძული იაპონიას ეკუთვნის და ტოკიოს პრეფექ...

03 January 2016

ოქროს ლოდი - ბუდისტური სამყაროს კიდევ ერთი სასწაული

მიანმარში, უფსკრულის პირას დაკიდებული ლოდი ერთი შეხედვით, ფიზიკის ყველა კანონს არღვევს.  ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა...

02 December 2015

მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა კვლავ დუბაიში შენდება

დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აქვს, თუმცა მას ეს სტატუსი შეიძლება კვლავ დუბაიში აშენებულმა...

10 November 2015

იაპონიის 3 საუცხოო ტურისტული ადგილი

ჩანჩქერი ნაჩი ნაჩი იაპონიაში ყველაზე ცნობილი ჩანჩქერია.  ის 133 მეტრის სიმაღლეზე ჩამოედინება და 13 მეტრია სიგა...

28 October 2015

Marina Bay Sands – ლაქშერი სასტუმრო

სინგაპურში გასაოცარი სასტუმრო  მარინა ბეი სენდს (Marina Bay Sands)  მდებარეობს. ის წარმოდგენილია სამ კოშკად. სასტუმრო არის 55 სართ...

16 October 2015

მაჰაბოდჰი – ბუდას გაბრწყინების ადგილი

ინდოეთის მდიდარი კულტურა, განსხვავებული წეს–ჩვეულებები და ცხოვრების სტილი მუდამ იზიდავს ტურისტებს.  მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთის...

22 October 2015

ტიანმენის შუშის გზა

ტიანმენის  მთა მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ  ჩინეთის ეროვნულ პარკში. მთაზე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ  სპეციალური  სავალი  მანქა...