აზია date 03 ნოემბერი 2019
count 4637

იაპონიის კულტურა, დიასახლისი და სენდვიჩი - 3 ნოემბერი

#365days #2ნოემბერი

გაიგე რას აღნიშნავენ მსოფლიოში 2 ნოემბერს

 

იაპონიის კულტურის დღე

 

 

თანამედროვე იაპონია წარმოუდგენელია მეიძი ისინის პერიოდის გარეშე და მეიძი ისინის პერიოდზე საუბარი შეუძლებელია მეიძის იმპერიის გარეშე (3 ნოემბერი - 30 ივლისი 1912, იაპონიის 122-ე   იმპერატორი). კულტურის დღე (Bunka-no Hi) ემთხვევა იმპერატორის დაბადების დღეს და, რათქმაუნდა, სახელმწიფო დღესასწაულია.


„მეიძის დღესასწაული“ დაარსდა 1927 წლესდა ყოველწლიურად აღინიშნება 3 ნოემბერს, 1948 წელს ამ დღეს „კულტურის დღე ეწოდა.


კულტურის დღე - ნაციონალური დასვენების დღეა, რომელიც იაპონელებს საშუალებას აძლევს გაატარონ დრო გონებისა და სულის გასაძლიერებლად.  ამ დღეს ტარდება მრავალფეროვანი ფესტივალები მთლი ქვეყნის მასშტაბით. ეს მშვენიერი ტრადიციული დღესასწაულია ამომავალი მზის ქვეყანაში.  


სენდვიჩის ნაციონალური დღე, აშშ

 

 

ყოველწლიურად 3 ნოემბერს ამერიკაში აღნიშნავენ სენდვიჩის დღეს (National Sandwich Day|).
სენდვიჩი - ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია ამერიკის კონტინენტზე, თუმცა , უნდა ვაღიაროთ, რომ დღესდღეობით არა მარტო ამერიკაში, არამედ ბევრ დასავლურ ქვეყანაშიც. 
რა არის სენდვიჩი? 


რეალურად ეს ბუტერბროტია: ორი ნაჭერი პური ან პუნთუშა და მათ შორის დებენ ყველანაირ პროდუქტს: ხორცი, ყველი, ძეხვი, მურაბა, არაქისის კარაქი, თევზი, მწვანილი და სხვა. ჩვეულებრივ ბუტერბროტს კი შეიძლება ვუწოდოთ „გახსნილი“ სენდვიჩი.


ლეგენდის თანახმად, სენდვიჩმა თავისი სახელი მე-18 საუკუნეში მიიღო.  

 

დიასახლისის ეროვნული დღე

 


დიასახლისებო მთელი ქვეყნისა გაერთიანდით!


3 ნოემბერს  ამერიკაში და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში აღნიშნავენ  დიასახლისების  დღე . ეს დღე ეძღვნება იმ ადამიანებს, ვინც  სახლში ასრულებს ყველა სამუშაოს, მათ შორის კერძების მომზადებას, პროდუქტის შეძენას და ყველაფერს, რაც სახლს ეხება.


როგორ უნდა აღნიშნოთ ეს დღე? თქვენ გეძლევათ შანსი მადლობა გადაუხადოთ ყველა დიასახლის, ვინც გილაგებთ სახლს, გიმზადებთ საჭმელს და უბრალოდ გივლით. 


 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %