სასტუმრო იაპონიაში 1 ევროდ

იაპონიაში გაიხსნა სასტუმრო, სადაც ღამის გათენება მხოლოდ  130 JPY-ად  (1 ევრო ანუ 1.2. აშშ დოლარი) შეგიძლიათ. რათქმაუნდა, არსებობს მაგრამ!
აქ არის ერთი ნიუანსი: სტუმარმა უნდა თქვას თანხმობა ნომერში ყოფნისას პირდაპირ ტრანსლაციაზე Youtube-ს არხზე.

 


სასტუმრო Business Ryokan Asahi ქალაქ ფუკუოკაში მდებარეობს, მთავარ სავაჭრო და გასართობ უბანთან ახლოს. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მის ნომერში დარჩენა, თანხის გადახდის და შეთანხმებაზე ხელის მოწერის შემდეგ. ნომერში თითქმის ყველაფერის გაკეთების უფლება გაქვთ - თუმცა აქაც ერთი მაგრამ არსებობს. გახდა არ შეიძლება! თუ გჭირდებათ გამოცვა, ეს საერთო აბაზანაში შეგიძლიათ გააკეთოთ, იქ კამერები არ არის დამონტაჟებული. 

 


ნომერში კამერა ისეა განლაგებული, რომ ოთახის ნებისმიერი წერტილი კარგად ჩანს და გადმოსცემს მხოლოდ გამოსახულებას, ხმა არ ისმის, იმის გამო რომ შემთხვევით არ დაირღვას საავტორო უფლებები სტუმრის მიერ მუსიკის მოსმენისას.


სასტუმროს ბინადრები აცხადებენ, რომ ნომრებს კიდევ ერთი უცნაური რამ ახასიათებს. აქ გამათბობელი/კონდიციონერი ფასიანია და ღირს 100 იენი 2 საათი. ანუ გამოდის მისი გამოყენებისთვის ნომრის საფასურზე მეტს გადაიხდით. 


1 ევროიანი ნომრები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დღეს. ამჟამად თითქმის 3 კვირის მონაცემებით One Dollar Hotel  Youtube-ის არხზე უკვე მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
თქვენ თუ გაჩერდებოდით ასეთ ნომერში?

 

ტურები იაპონიის მიმართულებით: იაპონია
იაპონიის ყველაზე პოპულარული ტურისტული მიმართულებები:  იაპონია - ამომავალი მზის ქვეყანა
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %