ტოკიოს დისნეილენდი - დედამიწის ყველაზე ბედნიერი ადგილი
ტოკიოს დისნეილენდი ამ წლის ყველაზე ბედნიერი ადგილია დედამიწაზე - ასეთი დასკვნა გამოიტანეს ექსპერტებმა.
სოციოლოგებმა საინტერესო გამოკვლევა ჩაატარეს იმის გასარკვევად, თუ სად გრძნობენ ტურისტები ყველაზე ბედნიერად თავს. ექსპერტებს გარკვევაში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი ეხმარებოდა.
სპეციალისტებმა გააანალიზეს და გამოიკვილეს Instagram-ზე მომხმარებლების პოსტების უდიდესი რაოდენობა. პირველ რიგში ისინი ყურადღებას აქცევდნენ იმ სურათებს, რომლებსაც თან ერთვოდა ჰეშთეგი #ბედნიერება ან #სიხარული.
შემდეგ, მონაცემების შედარებით და ანალიზით, სოციოლოგებმა დაასკვნეს, დედამიწის რომელი ადგილი ყველაზე ხშირად იმსახურებდა ამ ჰეშთეგებს.
აი ასე გაირკვა, რომ მთელი მსოფლიოს ტურისტები ყველაზე ხშირად შესაბამის ჰეშთეგს და მხიარულ სმაილებს იაპონიის დედაქალაქში მდებარე, ტოკიოს დისნეილენდის სურათის ქვეშ წერდნენ.
ეს არც არის გასაკვირვი - რადგან მილიონი ადამიანისთვის, მსოფლიოში განთქმული პარკების ეს ქსელი არის ოცნება და უდარდელ ბავშვობაში დაბრუნების შესაძლებლობა.