მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა კვლავ დუბაიში შენდება

დუბაიში მდებარე ბურჯ ხალიფას მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი აქვს, თუმცა მას ეს სტატუსი შეიძლება კვლავ დუბაიში აშენებულმა ცათამბჯენმა ჩამოართვას. ახალ ცათამბჯენს სამეფო კოშკი (Kingdom Tower) ერქმევა და მის მშენობლაზე 2.2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. სამეფო კოშკის სიმაღლე თითქმის 1 კილომეტრამდე იქნება ( 3280 ფუტი ანუ 999.744 მეტრი), მაშინ, როცა ბურჯ ხალიფას სიმაღლე 827.8 მეტრია (2716 ფუტი). kingdom tower 3kingdom tower 2 ცათამბჯენს Jeddah Economic Company ააშენებს. გაერთიანებული საემიროების მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, სამეფო კოშკი Jeddah-ს ქალაქის შემადგენელი ნაწილი იქნება და მისი მშენებლობისთვის უკვე გადაირიცხა 1.2 მილიარდი დოლარი. შენობის დიზაინი ჩიკაგოელ ადრიან სმითისა და გორდონ გილის არქიტექტურულ კომპანიას ეკუთვნის. დასრულებული ცათამბჯენი სულ 200 სართულიანი იქნება. პროექტისთვის სულ 1200 ჰექტარი ტერიტორიაა გამოყოფილი წითელი ზღვის სანაპიროზე. ცათამბჯენში განთავსდება ყველაზე მაღალი დაკვირვების წერტილი, ოთხსეზონიანი სასტუმრო, მასიური სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი ბინები. მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობა 2018 წელს გაიხსნება. kingdom tower1471123231920298644
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %