პარიზი აღარ არის ყველაზე პოპულარული მიმართულება

ბრიტანულმა კვლევითმა კომპანიამ Euromonitor მთელი მსოფლიოს მაშტაბით ჩაატარა კვლევა და დათვალა ტურისტების რაოდენობა. 


კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ პარიზი აღარ არის ყველაზე პოპულარული ყველაზე  ქალაქი, მისი ადგილი დაიკავა ჰონგ კონგმა. იმის და მიუხედავად, რომ ქალაქში არეულობები და მასობრივი პროტესტებია.

2019 წლის მსოფლიოში 100 ყველაზე პოპულარული ანუ მოთხოვნადი ქალაქის ჩამონათვალი საერთაშორისო ტურისტების ჩამოსვლის მიხედვით შეადგინეს. მხედველობაში მიიღეს მხოლოდ უცხოელი სტუმრები, რომლებიც ერთ დღეზე მეტი და ერთ წელიწადზე ნაკლები ხანი იმყოფებოდნენ ამა თუ იმ ქალაქში. ჩათვალეს ყველა ვინც ტურისტული მიზნით იყო ჩამოსული ან სტუმრად მეგობრებთან ან ნათესავებთან, სასწავლებლებლად.


ყველაფრის გათვალისწინებით, რეიტინგის ლიდერად და მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ქალაქად დასახელდა ჰონგ კონგი. ანალიტიკოსების დასკვნით, აზიურმა მეგაპოლისმა  26 მილიონზე მეტი უცხოელი სტუმარი მიიღო. მეორე და მესემე ადგილები დაიკავეს ბანგკოკმა 25,8 მლ და მაკაომ (ჩინეთის ავტონომიური ერთეული, პორტუგალიის ყოფილი სპეციალური ტერიტორია სამხრეთ-ჩინეთის ზღვის სანაპიროზე) 20,6 მლ. ტურისტით. 

 


პირველ ათეულში ყველაზე პოპულარულ ქალაქების სიაში მოხვდნენ:


•    სინგაპური (19,8 მლ)
•    ლონდონი (19,6 მლ)
•    პარიზი (19,1 მლ)
•    დუბაი (16,3 მლ)
•    დელი (15,2 მლ)
•    კუალა-ლუმპური (14 მლ)
•    ნიუ იორკი (14 მლ)

 


Euromonitor-ის პროგნოზის მიხედვით, მომავალ წელს, Brexit-ის გამო,  ლონდონი, რომელიც ახლა იმყოფება მე-3  ადგილზე, გადავა მეხუთეზე. აქამდე პოპულარულმა ვენამ და მილანმა უკვე დაკარგეს თავიანთი პოზიციები. ამავდროულად უფრო  მოთხოვნადი მიმართულებები ხდებიან ხორვატია,სლოვენია და შვედეთი.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %