ოქროს ლოდი - ბუდისტური სამყაროს კიდევ ერთი სასწაული

მიანმარში, უფსკრულის პირას დაკიდებული ლოდი ერთი შეხედვით, ფიზიკის ყველა კანონს არღვევს.  ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა მხოლოდ ქალს შეუძლია და იქნებ ამიტომაც არ უშვებენ მათ ლოდთან  ახლოს.  "ოქროს ლოდი" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუდისტური ღირსშესანიშნაობაა. მთა Kyaiktiyo-ს თავზე მდებარე გრანიტის ლოდზე პატარა ტაძარია აღმართული, რომლის სიმაღლეც 7.3 მეტრია. ლოდი ფურცლოვანი ოქროთია დაფარული, რომელიც მომლოცველების შესაწირს წარმოადგენს. ლოდის შეფერილობა კი  დილიდან საღამომდე მუდმივად იცვლება, იმის მიხედვით, როგორი განათებაა.  

 

kyaiktiyo-pagoda-018kyaiktiyo-pagoda-019kyaiktiyo-pagoda-016

 

ოქროს ლოდი ზღვის დონიდან 1100 მეტრზე მდებარეობს და იანგონიდან 210 კილომეტრითაა დაშორებული. მთაზე საფეხმავლო ბილიკი ადის, ხოლო პაგოდას შესასვლელს ორი ქვის ლომი იცავს.  ბილიკის დასაწყისში ვიზიტორები ფეხზე იხდიან და ასე გადიან 1999 წელს რესტავრირებულ ბილიკს. ბილიკი 1.2 კმ სიგრძისაა და გასავლელად დაახლოებით ერთი საათია საჭირო.  ბილიკამდე მოსახვედრად კი 16 კილომეტრი უნდა გაიარო ფეხით უახლოესი ქალაქიდან - კინპუნიდან. ტურისტებისთვის შეღავათი კეთდება და შეგიძლიათ სატვირთო მანქანით ისარგებლოთ, ოღონდ ბოლო სამი კილომეტრის გავლა მაინც ფეხით მოგიწევთ, რადგან გზა მთავრდება და მანქანა უბრალოდ, ვერ გაივლის.

 

  kyaiktiyo-pagoda-013

 

კითხვაზე, თუ როგორ ჩერდება ლოდი ასეთ მდგომარეობაში, მორწმუნე ბუდისტები პასუხობენ, რომ მას თვით ბუდას თმები  აწონასწორებს, რომლებიც პაგოდაშია ჩამარხული. თმა თავად ბუდას ერთ-ერთმა რეინკარნაციამ მიცა განდეგილ ტაიკუ ტას,  რომელიც თმას მთელი ცხოვრება უფრთხილდებოდა და მხოლოდ სიკვდილის წინ მიცა მეფე ტისუს და სთხოვა, რომ ისეთ ქვაზე დაემაგრებინა თმა, რომელიც ფორმით ადამიანის თავს წააგავდა. რაც შეეხება თვითონ ლოდს, ის ზღვის ფსკერიდან მთაზე 2500 წლის წინ ამოიტანა ორმა ბირმულმა სულმა (ღმერთმა).  

 

kyaiktiyo-pagoda-012kyaiktiyo-pagoda-007 ლოდზე აღმართულ პაგოდას ყოველ წელს უამრავი პილიგრიმი სტუმრობს. განსაკუთრებით იზრდება მომლოცველთა რიცხვი მარტში, რომელიც ბირმული წლის ბოლო თვეს წარმოადგენს. პაგოდამდე მიმავალი ბილიკის დასაწყისში ფურცლოვანი ოქრო იყიდება, რომელსაც მომლოცველები ყიდულობენ და შემდეგ ქვაზე აკრავენ. სწორედ ამიტომაა ლოდი ოქროთი დაფარული. მომლოცველების დიდი ნაწილი მთელი ღამე მედიტირებს წმინდა ადგილას.   kyaiktiyo-pagoda-005kyaiktiyo-pagoda-003

 

ერთი შეხედვით, მთაზე დამაგრებული ლოდი კლდის განუყოფელ ნაწილს გავს, მაგრამ სურვილის შემთხვევაში ადგილობრივი ბერები ნებას იძლევიან, ლოდი შეარხიო. ერთი ადამიანის ძალა საკმარისი არაა, მაგრამ რამოდენიმე ადამიანი უპრობლემოდ ახერხებს ქვის შერხევას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რა სიძლიერითაც არ უნდა შეარხიო, ადგილიდან არ იძვრის.   ლეგენდის მიხედვით, ლოდის ადგილიდან დაძვრა მხოლოდ ქალს შეუძლია და იქნებ ამიტომაც არ უშვებენ მათ ლოდთან 10 მეტრზე ახლოს.  

 

kyaiktiyo-pagoda-001article2151

 

ლოდის გარშემო რელიგიური შენობა-ნაგებობებია, სადაც მომლოცველებს შეუძლიათ ღამე გაათიონ. თუმცა ეს მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ეხება და უცხოელებისთვის ქვის ლოდთან ღამის გათევა დაუშვებელია.        

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %