64

სოფელი, რომელიც მოქმედ ვულკანთანაა გაშენებული

28 იანვარი 2016
აოგაშიმა, ვულკანური კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს, ფილიპინის ზღვაში მდებარეობს. კუნძული იაპონიას ეკუთვნის და ტოკიოს პრეფექტურაში შედის. კუნძული იცუს არქიპელაგის ყველაზე სამხრეთით მდებარე და ყველაზე იზოლირებული დასახლებული პუნქტია. ან კუნძულზე იმავე დასახელების სოფელი, აოგაშიმა მდებარეობს, რომელიც პირდაპირ ვულკანის ძირშია გაშენებული.
ვულკანური კუნძულისსიგრძე 3.5 კილომეტრია, ხოლო სიგანეში 2.5 კილომეტრს აღწევს. გარშემორტყმულია ძალიან ციცაბო, უსწორმასწორო და ფენობრივი ფლატეებით — კლიფებით, რომლებიც ვულკანური აკუმულაციის შედეგს წარმოადგენენ. კუნძულის სამხრეთ კიზედე მდებარე კლიფის სიმაღლე 423 მეტრია. ზღვის თბილი დინებების წყალობით აქაური კლიმატი თბილი და რბილი, ნაკლებად ტენიანი და სუბტროპიკულია. კუნძული მინიმუმ 4 ვულკანის ამოფქრვევის შედეგადაა შექმნილი. ხალხი აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობს და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კუნძულზე დარჩენას არჩევს, რისკს ეწევა, რადგან ვულკანი ნებისმიერ დროს შეიძლება ამოი
...