სოფელი, რომელიც მოქმედ ვულკანთანაა გაშენებული

აოგაშიმა, ვულკანური კუნძული, რომელზეც მოსახლეობა ცხოვრობს, ფილიპინის ზღვაში მდებარეობს. კუნძული იაპონიას ეკუთვნის და ტოკიოს პრეფექტურაში შედის. კუნძული იცუს არქიპელაგის ყველაზე სამხრეთით მდებარე და ყველაზე იზოლირებული დასახლებული პუნქტია.  ან კუნძულზე იმავე დასახელების სოფელი, აოგაშიმა მდებარეობს, რომელიც პირდაპირ ვულკანის ძირშია გაშენებული.

 

  aogashima-003   aogashima-006 ვულკანური კუნძულისსიგრძე 3.5 კილომეტრია, ხოლო სიგანეში 2.5 კილომეტრს აღწევს. გარშემორტყმულია ძალიან ციცაბო, უსწორმასწორო და ფენობრივი ფლატეებით — კლიფებით, რომლებიც ვულკანური აკუმულაციის შედეგს წარმოადგენენ. კუნძულის სამხრეთ კიზედე მდებარე კლიფის სიმაღლე 423 მეტრია.   ზღვის თბილი დინებების წყალობით აქაური კლიმატი თბილი და რბილი, ნაკლებად ტენიანი და  სუბტროპიკულია. კუნძული მინიმუმ 4 ვულკანის ამოფქრვევის შედეგადაა შექმნილი. ხალხი აქ უხსოვარი დროიდან ცხოვრობს და  ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ კუნძულზე დარჩენას არჩევს, რისკს ეწევა, რადგან  ვულკანი ნებისმიერ დროს შეიძლება ამოიფრქვეს. aogashima-007კუნძულის ნიადაგი ნაყოფიერია, სეირნობისას შეხვდებით უხვ მცენარეულობას, უალამაზეს მინდვრებს და ტყეებს, რომელთა მიღმა წყლის ლურჯი სარკე იშლება. aogashima-009 კუნძულის მოსახლეობა დაახლოებით 210 ადამიანია.  გარდა ამისა, აქ როგორც წესი, უამრავი ტურისტი ჩამოდის ექსტრემალური შეგრძნებების ძიებაში. რასაკვირველია, ყველას უნდა აქტიური ვულკანის ახლოს გასეირნება.  ვულკან ოტუნბუზე ასვლისას შეიძლება ზღვის ხედებითაც დატკბეთ. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აოგაშიმას C კლასის აქტიურ ვულკანად მიიჩნევს. აქ უკანასკნელი ამოფრქვევები 1781-1785 წლებში მიმდინარეობდა.   aogashima-011aogashima-012aogashima-015 კუნძულზე ტურისტებს შეუძლიათ არამარტო ისეირნონ და ფოტოგრაფიით და ზღვის ხედების გადაღებით დაკავდნენ. კუნძულის ცენტრალურ ნაწილში გეოთერმული საუნა მდებარეობს, რომელიც ვულკანის მიერ წარმოქმნილი ცხელი წყლით იკვებება. აქვე შემოგთავაზებენ ვახშამს, რომელიც ვულკანის მიერ წარმოქმნილ ორთქლზეა მომზადებული. aogashima-016article2926

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %