ცუნამი, პუნოს და კოცონის დღე - 5 ნოემბერი

#365days  #5ნოემბერი
გაიგეთ თუ რას აღნიშნავენ ან რა მოხდა მსოფლიოში 5 ნოემბერს

 

ცუნამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღე


ცუნამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების დღე (World Tsunami Awareness Day) შეიქმნა გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით, 2015 წლის დეკემბერში, იაპონიის წარმომადგენელთა ინიციატივით. ამ ქვეყანამ, რომელიც აქტიურ სეისმოლოგიურ ზონაში მდებარეობს, ცუნამის შესახებ და და მისი თავიდან აცილების შესახებ დიდი გამოცდილება დააგროვა. 


ამ დღის დაწესებით, გაერო ბევრი მიზნის მიღწევას ცდილობდა.ერთია მოქალაქეების და ხელისუფლების წარმომადგენლების ცოდნის ამაღლება ცუნამის, ამ ბუნებრივი კატასტროფის მახასიათებლების შესახებ. მეორე კი პრაქტიკული ნაბიჯების შემუშავება ამ სტიქიური მოვლენის შესაძლო დესტრუქციული და ფატალური შედეგების თავიდან ასაცილებლად. 


თარიღად შერჩეულია 5 ნოემბერი - ასევე იაპონიის დელეგაციის ინიციატივით. ამ არჩევანს უკავშირდება „ინამურა-ნო-ხი“-ს, გლეხის ამბავი, რომელმაც 1854 წლის 5 ნოემბერს თავისი ქონება შესწირა სოფლის მოსახლეობას. მან ცეცხლი წაუკიდა თავის მოსავალს, რათა გაეფრთხილებინა სოფლის მაცხოვრებლები საფრთხის მოახლოების შესახებ, ამის წყალობით მოსახლეობა გადაარჩინეს. ცუნამის შემდეგ მან აქტიური მონაწილეობა მიიღო სოფლის აღდგენაში. 

 

პუნოს დღე პერუში

 


პერუში, პუნოს ქალაქის დღე საკამოდ ლამაზი და ფერადი დღესასწაულია.


ყოველ წელს ნოემბრის დასაწყისში ტიტიკაკას ტბის (Lake Titicaca) სანაპიროზე აღინიშნება პუნოს დღე (Puno Day), რომელის უძველესი ინკების იმპერიის დაარსებას ეძღვნება. 


ლეგენდის თანახმად, პირველი ინკები - მანკო კაპაკი (Manco Capac) და მისი ცოლი - ამოვიდნენ  ტიტიკაკას ტბიდან და შექმნეს სამყარო, პირველი ადამიანები და უძველესი ქალაქი პუნო. 


დღესდღეობით ქალაქი პუნო იმავე სახელწოდების პროვინციის დედაქალაქია.ტრადიციის მიხედვით დღესასწაულის პერიოდში მთავარი მოედანი de Armas სხვადასხვა გასტრონომიული, მუსიკალური და საცეკვაო ღონისძიებების ცენტრად იქვევა. 

 

გაი ფოქსის და კოცონის დღე ინგლისში

 


5 ნოემბერი ინგლისის ყველაზე ხმაურიანი დღესასწაულია - გაი ფოქსის დღე (Guy Fawkes Day), რომელსაც კოცონის ღამე  (Bonfire Night) მოსდევს.ეს დღე ეძღვნება ერთ-ერთ ისტორიულ მოვლენას: პარლამენტის შენობაში პროტესტანტი მეფის ჯეიმს პირველის სიტყვით გამოსვისას კათოლიკეების დაჯგუფების შენობის აფეთქების მცდელობა. კათოლიკეები დიდ იმედებს ამყარებდნენ მეფეზე, იმედოვნებდნენ რომ ის გააუქმებდა ელიზაბედ პირველის დაწესებულ ჯარიმებსა და შეზღუდვებს, მაგრამ ასე არ მოხდა.

 

ამიტომაც ლორდების პალატის ცერემონიის გახსნისასგადაწყდა პარლამენტის აფეთქება. აფეთქების მიზანი პროტესტანტი მეფის სიკვდილი, ხელისუფლების შეცვლა და კათოლეკე მეფის ტახტზე აყვანა ოყო. თუმცა შეთქმულების მონაწილეებს არაფერი გამოუვიდათ და პარლამენტის  სარდაფში იპოვეს დენთის 36 კასრი და გაი ფოქსი, რომელიც წუთი წუთზე აპირებდა ცეცხლის წაკიდებას.  მეფის გადარჩენით გახარებულმა ლონდონის მოსახლეობამ ქუჩებში კოცონის დანთება დაიწყო. დროთა განმავლობაში ეს ტრადიცია უფრო დიდ დღესასწაულად გადაიზარდა და ჩვენს დრომდეც მოაღწია.  
 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %