turebi.ge მომხმარებლის გვერდი
title
Turebi Ge

ტბა ტიტიკაკა - აცტეკების ღმერთის დაბადების ადგილი

ტბა ტიტიკაკა

ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, ტბა ტიტიკაკა ყველაფრის საერთო ღმერთის დაბადების (შექმნის) ადგილია. ღმერთი ტბიდან აღდგა და შექმნა მზე, ვარსკვლავები და პირველი ადამიანები.

 

ზღვის დონიდან 3800 მეტრის სიმაღლეზე ტბა ტიტიკაკა მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე სანაოსნო ტბაა, ხოლო სიდიდით მეორეა სამხრეთ ამერიკაში. საინტერესოა რომ სიმაღლის მიუხედავად აქ წყალი არსოდეს იყინება. ის ერთ-ერთია იმ რამდენიმე უძველეს ტბებს შორის, რომლის ასაკი რამდენიმე მილიონ წელს აღებატება.

 

ტიტიკაკა ნიშნავს პუმას კლდეს. ადგილობრივების თქმით, ტბის ფორმა  კურდღელზე მონადირე პუმას წააგავს.

 

აქაურობა რამდენი უძველესი ცივილიზაციისთვის წმინდა ადგილად ითვლებოდა. ტბას ორი სახელმწიფო, პერუ და ბოლივია ყოფს. ადგილობრივი უნიკალური სილამაზისა და მომხიბვლელი კულტურის წყალობით, დღეს-დღეობით ტიტიკაკა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ ღირშესანიშნაობად ითვლება.

 

ისტორიისა და ბუნების მოყვარულთათვის ტიტიკაკა იდეალური ტურისტული ადგილია. ბოლივიისა და პერუს უძველესი  ძეგლის სტატუსის მქონე ადგილი იდეალურია ლამაზი სურათების გადასაღებად,

ტბა ტიტიკაკა ბოლივიისა და პერუს საზღვარზე მდებარეობს. ბოლივიას მხარე

ბოლივიის მხარე

ტბა საკმაოდ ახლოს მდებარეობს ბოლივიის ფაქტობრივ დედაქალაქთან, ლა პასისთან. ამის გათვალისწინებით ქალაქის და ტბის მონახულება ერთდღიანი ტურის ფარგლებშია  შესაძლებელია. ასევე ტბაში ნავით გასეირნებაა შესაძლებელი კუნძულების ისლა-დელ-სოლის (მზის კუნძული) და ისლა-დე-ლა-ლუნას (მთვარის კუნძულის) მოსანახულებლად.

პერუს მხარე

თუ თქვენ ტბის მონახულება გადაწყვიტეთ პერუს მხრიდან, მაშინ ღამის გათენება ქალაქ პუნოში შეგიძლიათ. პუნო პერუს ფოლკლორის დედაქალაქად ითვლება, და ტურისტებს უძველესი ტაძრით ხიბლავს. ქალაქისგან არც ისე შორსაა პერუს ცნობილი სხვა ისტორიოული ღირშესანიშნაობებიც: მაჩუ-პიქჩუ და კუსკო.

ტბაში 41 პატარა კუნძულია, რომელთა შორის უდიდესი ნაწილი დასახლებულია. ყველაზე ცნობილი და ტურისტებს შორის პოპულარულია  მზისა და მთვარის კუნძულები. ორივე კუნძულზე უამრავი ნაგებობაა, რომელიც იზიდავს ტურისტებს.

 

ტიტიკაკას სიახლოვეს უძველესი ცივილიზაციის ნანგრევებს იპოვით. ინკების რუინების გარდა, სულ ცოტა ხნის წინ ტბის ფსკერზე უზარმაზარი ტაძრის ნაგებობის ნაწილი აღმოაჩნინეს.

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
35 %
ევროპაში
30 %
აზიაში
2 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
15 %