27 August 2016
  • 3114 ნახვა

მზეთამზე - უნიკალური სოფელი ბორჯომში

ბორჯომის მუნიციპალიტეტი დამსვენებლებისა და ტურისტების სიმცირეს ნამდვილად არ უჩივის. თუმცა ბევრმა მათგანმა არ იცის, რომ სწორედ აქ მდებარეობს უნიკალური სოფელი მზეთამზე. მზეთამზე წაღვერის თემში, ზღვის დონიდან 1250 მეტრზე მდებარეობს და ბორჯომიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. კურორტს უნიკალურობას მისი განსაკუთრებული მდებარეობისა და ბუნების გარდა, ისტორიული არტეფაქტებიც ანიჭებს. კურორტი მზეთამზე სოფლის სახელის წარმოშობის ორი ვერსია არსებობს. ადგილობრივების გადმოცემით, ერთ-ერთი ნადირობის დროს, მონადირეებს ტყეში გზა აებნათ და შემთხვევით გამოქვაბულს მიადგნენ, როდესაც გამოქვაბულში შევიდნენ, მათ იხილეს ულამაზესი ქალწული და გაოცებისგან აღმოხდათ: მზესავით ლამაზი კიარა "მზეთამზეაო". მზეთამზე თუმცა ისტორიული ფაქტები და არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნივთები მეორე ვერსიას ადასტურებს. 1980-იან წლებში მზეთამზეში განხორციელებული გათხრების შედეგად აღმოაჩინეს რიტუალური სამარხები, რომლებშიც ქალები ემბრიონის პოზაში იყვნენ დამარხულნი და მუცელზე მზის ფორმის ბრინჯაოს დისკოები ჰქონდათ დამაგრებული. აღნიშნული არტეფაქტები, ამჟამად, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. სპეციალისტების მოსაზრებით, სამარხები 3500 წლის წინანდელია და მზის თაყვანისცემის პერიოდს ემთხვევა. ბორჯომისა და ჯავახეთის ზეგანის ტერიტორიაზე ასეთი 25 დისკოა აღმოჩენილი. დისკოები ეკეთათ ქურუმ ქალებს, რომლებიც განსაკუთრებული წინასწარმეტყველების ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული. არსებობს მომსაზრება, რომ ეს დისკოები გარკვეულ ასტრონომიულ ცოდნასაც განასახიერებდნენ. კლიმატი შუამთისაა (ქვედა სარტყელი). ზამთარი ზომიერად რბილი და თოვლიანი, ზაფხული ზომიერად მშრალი და ზომიერად თბილი. ზემო და ქვემო მზეთამზე დაფარულია წიწვოვანი ტყეებით, გარშემორტყმულია მაღალი მთებით. mzetamze მთის კლიმატი კურორტის ძირითადი სამკურნალო ბუნებრივი რესურსია. ის გამოიყენება სუნთქვის ორგანოთა დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, განსაკუთრებით, ბავშვთა ასაკში. სოფელში მდებარე ტაფობზე მზე მისი ამოწვერვიდან გვანობამდე, მის ჩასვლამდე მუდმივად ანათებს. კურორტ მზეთამზეს სტუმრებს ეკო-სასტუმროები, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა გარემო ელოდებათ.

მსგავსი
25 February 2018

ტიმოთისუბანი - მთა გვირგვინა

წლის ყველა სეზონი გამორჩეულად მიყვარს. თითქოს თითოეული მათგანი სუპერგმირია განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და ისტორიით. თითოეულ...

21 December 2017

ატენის ხეობა - ზამთრის სასწაული

ეს ერთ-ერთი გამორჩეული გასვლა ს.ო "აისმა" დაგეგმა. აისი  მრავალპროფილიანი აპოლიტიკური ორგანიზაციაა, რომლის შესახ...

21 August 2017

ჭაუხის უღელტეხილის გატეხვა

დიდი ხნის წინ გვინდოდა ჭაუხების უღელტეხილზე გადასვლა და აბუდელაურის ტბებზე ჩასვლა, თავიდან ზამთარში გვსურდა მარშუტის გავლა თუმც...

28 July 2017

ყელიწადის ტბა

ისე, მგონი ყველას გვინდა ცხელ ზაფხულს გავექცეთ. ზოგი მთაში გავრბივართ და ზოგიც ზღვაზე... გააჩნია, ვის როგორ გვცხელა.. მე...

21 March 2016

Ninoskhevi Waterfall - Lagodekhi Protected Areas

Lagodekhi Protected Areas - one of the world’s best-preserved, primitive area with diversity of natural landscapes – is located in...

21 February 2016

Dartlo Village, Tusheti

One of the most ecologically unspoiled regions in the Caucasus, Tusheti is a popular mountain-trekking venue. Unique, mysterious, ...

22 January 2016

Shatili – Medieval Fortress Village in Georgia

Shatili  is a historic highland village in Georgia. Located in the deep Arghuni gorge at approximate 1,400 meters, the village is ...

18 October 2015

ზღაპრული გუდამაყარის ხევი

გუდამაყარი  მდებარეობს მდინარე გუდამაყრის არაგვის ხეობაში.  მას ცალი მხრიდან ესაზღვრება მთიულეთი, მეორე მხრიდან კი  ხევსურეთი და ფ...

22 October 2015

თუშეთი ჩაბუდებული ბუნების სული

თუშეთი საქართველოს ულამაზესი კუთხეა. იქ, ზამთარში  თოვლი  5–6 თვის განავლობაში არ დნება. ხოლო ზაფხულში ტემპერატურა  14-15 გრადუსია...

02 October 2015

თქმულებები ხვამლის მთაზე

ხვამლის მთა ცაგერისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს. მისი სიმაღლე 2002 მეტრია. მთა დაფარულია  შერეული ტყით....