ბალნეოლოგიური კურორტი სულორი

სულორი არის სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე სულორის  ნაპირებზე. ზღვის დონიდან 180-200 მეტრზე. აქ ჰავა ნოტიო სუბტროპიკულია. იცის რბილი, უთოვლო ზამთარი  და ცხელი ზაფხული. სოფელში დგას ისტორიული კოშკი — გორმაღალის ციხე. სულორი ადგილობრივი მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. მის ტერიტორიაზე მოდის სამკურნალო  წყალი, რომლის ტემპერატურა 35 გრადუსია, რომელსაც იყენებენ აბაზანებისათვის.  კურორტს აქვს საკუთარი  ბალნეოთერაპიული მკურნალობისათვის განკუთვნილი 32 ინდივიდუალური აბაზანა. სულორი  სულორი

ადმინისტრაციული მდებარეობა – ვანის რაიონი. გეოგრაფიული მდებარეობა კოლხეთის დაბლობის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი. სიმაღლე ზღვის დონიდან - 180-200 მ. რელიეფი - ვაკე.

კლიმატი – ტენიანი, სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5 გრადუსი. ზაფხული ძალიან თბილი, ტენიანი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23 გრადუსი. ნალექების წლიური რაოდენობა – 1350 მმ. ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა - 74 %. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში - 2000-2100 საათი.

ფლორა - ფართოფოთლოვანი (მუხა, წიფელი, რცხილა) ტყეები. ხეხილის ბაღები და ციტრუსების პლანტაციები.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: აზოტიანი, სუსტად სულფიდური, კაჟიანი, სულფატურ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყლები, საერთო მინერალიზაციით 0,3-0,6 გ/დმ3. მკურნალობის სახეობა - მინერალური წყლის აბაზანებისულორისულორი - ბალნეოლოგიური კურორტისულორისულორისულორი, ვანი  სულორისულორისულორისულორი  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %