გრიგოლეთი

სოფელი გრიგოლეთი მდებარეობს გურიის დაბლობზე, შავი ზღვის პირას, ზღვის დონიდან 4 მ.  სოფელში დგას გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია. გრიგოლეთი ერთ-ერთია გურიის საზღვაო ზოლის კურორტებიდან. მისი ტერიტორია დაფარულია მრავალწლოვანი ფიჭვნარით, ზღვის სანაპირო ზოლი წარმოადგენს სამკურნალო თვისებების მქონე მაგნიტური ქვიშის პლაჟს, რომელიც გამოირჩევა ბალნეოლოგიური თვისებებით ძვლების და სახსრების გასაკაჟებლად ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის. სოფლის ტერიტორიაზე მდებარეობს ტბა გრიგოლეთი. ასევე, სოფლის ტერიტორიაზე არის ტორფის საბადოც. 1886 წელს გრიგოლეთში არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ფრანგი არქეოლოგი ჟან მურიე. გრიგოლეთიგრიგოლეთი

ადმინისტრაციული მდებარეობა – ლანჩხუთის რაიონი.

გეოგრაფიული მდებარეობა – კოლხეთის დაბლობის დასავლეთი ნაწილი. სიმაღლე ზღვის დონიდან – 4 მ. რელიეფი - ვაკე.

კლიმატი – ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული. ზამთარი რბილი, უთოვლო. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 5,20C. ზაფხული ძლიერ თბილი. აგვისტოს საშუალო ტემპერატურაა 23,20 C. ნალექების წლიური რაოდენობა – 1700-1800 მმ. ჰაერის საშუალო ფარდობითი ტენიანობა - 79%. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში - 1980-2100 საათი. ფლორა - ხეხილის ნარგავები, ციტრუსების ბაღები.

ბუნებრივი სამკურნალო ფაქტორები: ზღვისპირა ნოტიო სუბტროპიკული ჰავა და ზღვის წყალი, პლაჟის ქვიშა, რომელიც შეიცავს დიდი რაოდენობით მაგნიტური რკინის ნაწილაკებს. მკურნალობის სახეობები: თალასოთერაპია (ჰაერისა და ზღვის აბაზანები, ბანაობა ზღვაში, ტერენკური და სხვ.), მაგნეტიტური ქვიშის აბაზანები. გრიგოლეთიგრიგოლეთიგრიგოლეთი  

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
22 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %