ჰაწვალზე სათხილამურო სეზონი იხსნება

ჰაწვალი ახალგაზრდა სამთო-სათხილამური კურორტია სვანეთში, რომელიც მესტიასთან ახლოს მდებარეობს. მაღალი ტურისტული პოტენციალის მქონე ჰაწვალი იდეალურია სრიალის მოყვარულთათვის და სპორტული შეჯიბრებისთვის. ისევ როგორც ბაკიურიანსა და გუდაურში, თავისუფალი სრიალის მოყვარულები აქაც ნახავენ კარგ გზებსა და ახალ გამოწვევებს. 


სასიამოვნო სიახლეა, რომ საქართველოში 2019-2020 წლის სათხილამურო სეზონს  ზუსტად ჰაწვალი გახსნის.


როგორც აღნიშნულია „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ განცხადებაში, 21 დეკემბერს ჰაწვალზე სასრიალო სეზონს ხსნიან. 


საბაგიროები ჰაწვალი და ზურულდი ყოველდღიურ რეჟიმში იმუშავებენ: სამუშო დღეებში 10:00-16:00 საათებში, შაბათ-კვირას - 10:00-17:00 შუალედში. ამის გარდა, შაბათ-კვირას ღამის სრიალი შესაძლებელი იქნება  18:00-დან 20:00-მდე. 

 


ჩვენ შეგახსენებთ, რომ ჰაწვალი მესტიიდან მხოლოდ 8 კილომეტრში მდებარეობს და სოფლიდან აქამდე მოხვედრა ადვილად შესაძლებელია როგორც სამანქანო გზით, ასევე საბაგიროთი (მესტიის ცენტრს კურორტთან აკავშირებს).  კურორტი სტუმრებს ჯამურად 7 კილომეტრიან 5 სათხილამურო გზას და ორ საბაგიროს სთავაზობს (ჰაწვალი და ზურულდი).

 

ახალგაზრდა კურორტს საკმაოდ მაღალი პოტენციალი აქვს და ინფრასტრუქტურა უკვე კარგი ნაბიჯებით ვითარდება. აქ ფუნქციონირებს სასტუმრო ჰაწვალი და რამდენიმე კვების ობიექტი. საკურორტო ტერიტორიის გარდა, ღამის გათენება თვითონ მესტიაშიც შეგიძლიათ. 

 

ტურები სვანეთის  მიმართულებით:  სვანეთი

სასტუმროები მესტიაში: მესტია

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
33 %
გააჩნია მიმართულებას
26 %