01 September 2017
  • 1589 ნახვა

კიდევ ვის უნდა ირანში? (ნაწილი 5)

2017 წლის თებერვალში  ჩემმა ორმა მეგობარმა და მე გადავწყვიტეთ ირანში გვემოგზაურა. მოვიგდეთ მძიმე ზურგჩანთები ზურგზე და ავტოსტოპით დავადექით გზას. უამრავი რამ გადაგვხდა, უამრავი ადამიანი გავიცანით, ზოგი რამ ვისწავლეთ, ზოგიც ჩვენ ვასწავლეთ, დავათალიერეთ, დავაგემოვნეთ, ვიცინეთ და ვიტირეთ. დიდი თავგადასავალი იყო... ხო და ამ მოგზაურობაზე გიყვებით ახლაც...

პირველი ეპიზოდი წაიკითხეთ აქ

მეორე ეპიზოდი

მესამე ეპიზოდი

მეოთხე ეპიზოდი 

მოკლედ, ეს მეორე შემთხვევა იყო, როცა სტოპზე გაცნობილი მძღოლისგან მიპატიჟებას დავთანხმდით (თორემ მიპატიჟებები იყო, რამდენიც გინდა).

მოჰამედმა ჩაი გამოგვიტანა. მერე ვახშამი გაამზადა. თეირანელი ტაქსისტის მიერ გამოტნეული საგზალიც იატაკზე დავდეთ (ანუ მაგიდაზე დავდეთ) და შემოვუსხედით ირგვლივ. ეტყობა მოჰამედს ძაან შიოდა თუ რა იყო არ ვიცი, რაღაცა დამშეული ნადირის მანერით მიაქანებდა საჭმელს პირისკენ. მაქსიმალურად ვცდილობდით, სიცილი შეგვეკავებინა. ხან ვახერხებდით, ხან ვერა :დ

მერე ჩვენმა მასპინძელმა, აგერ სააბაზანოა, შედით დაიბანეთ თუ გინდათო. ჩვენ არა, მადლობათქო ვუთხარით. ხო და ეს მაინცდამაინც ლუკას ჩააცივდა: ადექი ლუკა, „დუშ ბეგირ, დუშ ბეგირ-ო“ - შხაპი მიიღეო ანუ. ამაზე გვეცინებოდა; ხო და მოჰამედმაც რო დაამუღამა ამ თავის ნათქვამზე გვეცინებოდა, მთელი საღამო „დუშ ბეგირ“-ს გაიძახოდა. მერე ოთახი მოგვიჩინა და თვითონაც წავიდა დასაძინებლად.

საერთოდ, მთელი მოგზაურობის მანძილზე დღის ბოლოს ენერგია-გამოცლილებს და დაღლილებს რაღაც კრიზისული პერიოდები გვქონდა ხოლმე - ასე დავარქვით ჩვენ. ეს კრიზისები, როგორც წესი, ისტერიულ სიცილს გულისხმობდა. ერთ-ერთს დაეწყებოდა „კრიზისი“ და მერე ნელნელა დანარჩენ ორსაც ითრევდა და ასე მთელი საღამო ისტერიკამდე მისულ სიცილში ვიყავით ხოლმე: ვიცინოდით ყველაფერზე, ვიხსენებდით, რა გადავიტანეთ მთელი დღის განმავლობაში და რა მოხდა საინტერესო. ვაკეთებდით შედარებებს და მოკლედ, ერთს რომ დაიწყებ ადამიანი სიცილს მერე ყველაფერი სასაცილოა.

ხო და ამ მოჰამედის სახლშიც დაგვემართა ეს „კრიზისი“. 11 საათიდან 2 საათამდე გაუჩერებლად ვხარხარებდით, თან ვცდილობდით არ გვეხმაურა, მოჰამედს ეძინა. მაგრამ ბოლოს კონტროლი სულ დავკარგეთ და ენერგიის გაცლამდე მთელი სამი საათი ვიცინეთ ათას რამეზე - „დუშ ბეგირ“-იდან დაწყებული კიდევ ბევრ დეტალზე, ყველაფერის თქმაც „არ ეგების“ ;დ ბოლობოლო, გარეშე მკითხველისთვის სასაცილოც არაა.

მეორე დღეს ავლაგდით და აუცილებლად ახალი ჰოსთის მოძიების გეგმით გამოვედით გარეთ. მოჰამედმა ალავერდი-ხანის ხიდზე წაგვიყვანა. აქ ქართველ მოგზაურს, ირაკლი გუჯაბიძეს შევხვდით. დავიმატეთ ირაკლი და წავედით ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ადგილის სანახავად. ესაა იმამის მოედანი (Naqsh-e Jahan square), რომელიც ირანულად „სამყაროს თარგს/სურათს“ ნიშნავს (-Pattern/image of the world), უზარმაზარი და ულამაზესი რამეა - კომპლექსია მეჩეთებისა და მოედნის.

ალავერდი ხანის ხიდი

სანამ მოედანზე შევიდოდით, მოჰამედთან დამშვიდობების დრო დადგა. ხოდა, რომ ვუთხარით მოჰამედს, აბა დიდი მადლობა და წავედით ჩვენთქო, ამან გუგლი დაითრია და შეუდგა რაღაცების წერას და თარგმნას. მერე ხელში მოგვაჩეჩა მობილური და გვაკითხებს, რომ მეო ხარჯი მქონდა და 56 დოლარი გადამიხადეთო! პირი დავაღეთ, მეთქი რაებს ჩმახავ, აბა შენი დის შვილი ხო გვალაპარაკე, კიდე ჩვენც გვეფიცებოდი ფული არ მინდაო და არაფერი. მოკლედ ერთი გაუგებრობა და რიარაია შეიქმნა. ეგ დამპალი კაცი ჩვენი ბიუჯეტის ლამის მესამედს ითხოვდა, თან ირანში სხვა ქვეყნის საბანკო ბარათი არ ფუქნციონირებს, ვერც ფულს გამოგიგზავნიან, შესაბამისად ქეშს უნდა გაუფრთხილდეთ, თუ ტურისტი ხართ.  ხო და ამან 56 დოლარიო! ;დ მოკლედ, რომ ვერ მოვიცილეთ, სადღაც 7 დოლარამდე მივეცით, ირაკლიმაც დაგვიმატა ცოტა - ეგ არ მეყოფაო! მეტი არ გვაქვსთქო, ვეუბნებით. მაშინ რამე დამიტოვეთო სანაცვლოდო - აპარატზე უჭირავს თვალი (!). მერე ავდექი და ჩემი powerbank მივეცი, აჰა და წაეთრიე ეხათქო. წასვლისას ხელი გამოგვიშვირა ჩამოსართმევად. მე ავხედ-ჩავხედე, ხელი არ ჩამოვართვი და გამოვბრუნდით ასე, კარს რომ გამოიჯახუნებ, იმ მიმიკით ;დ  მერე ვფიქრობდით, წინა ღამეს ბევრი რომ ვიცინეთ, რამე ხო არ ეწყინათქო, მაგრამ მაინც ვერ გავიგეთ, რატომ მოგვთხოვა ფული ასე ბოლო წუთს.

რაც იყო, იყო. იმამის მოედანი დავათვალიერეთ, გადასარევი ადგილია, ლამაზი და მშვენიერი. სუვენირებს „ცეცხლის ფასი“ უკიდია, ჩვენც ავიარეთ და ჩავიარეთ, ყიდვისგან თავი შევიკავეთ, ჯობდა ქეში გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის შეგვენახა. მოედანი რომ დავათვალიერეთ, ქალაქში გამოვედით, დოლარი დავახურდავეთ და სადმე საჭმელად გადავწყვიტეთ შესვლა. 

იმამის მოედანი

ფულს ვახურდავებდით მოედნებზე აქა-იქ ჩამომდგარ კალკულატორიან კაცებთან - ასეთს თუ დაინახავთ, ესეიგი მევალუტეა და კარგი კურსითაც დაგიხურდავებთ დოლარს. ყოველ შემთხვევაში, ბანკზე უკეთესი ტარიფები ამათ აქვთ. თანაც ბანკები შუადღეს 2 საათზე იკეტება და ძაანაც რო გინდოდეთ რამე, მაინც ვერ გექნებათ წვდომა საბანკო სერვისებზე. ასე რომ ადრევე მოილიეთ თუ ბანკში რამე საქმე გაქვთ.

მოკლედ, მე და ირაკლი ქუჩის კუთხეში ჩამოვსხედით, დათა და ლუკა კვების ობიექტის საძიებლად გავიდნენ. ასე ვისხედით ცოტა ხანს, ირაკლი თავის ამბებზე და გეგმებზე ლაპარაკობდა. მერე ვიღაც ულვაშებიანმა მინიატურულმა ადამიანმა ჩამოიარა, დაგვინახა, მობრუნდა და გვეკითხება - ტურისტები ხართო? კითქო, ვუთხარით. მოკლედ, დაუპატიჟებლად მოგვეწეპა ეს კაცი, გამოგვკითხა, საიდან ხართ, სადამდე მიდიხართ რას შვებით აქო. მოკლედ, საჭმელად კაი ადგილას წაგიყვანთო, ადგილობივი კაი რესტორანი ვიცი თან ძაან იაფიო, ისე აქტიურობდა, ჯანდაბას გავყევით. აქაური მასწავლებელი ვარო, ინგლისურს ასწავლიდა. ომის ვეტერანი ვარო (ირან-ერაყის ომის). მიგვიყვანა რაღაც რესტორანში და შეგვაკვეთინა ადგილობრივი ისფაჰანური კერძი - ბერიანი. კაი რამეა, დაკეპილი ხორცით, მწნილებით და ხახვებით. მოკლედ, თუ ისფაჰანში მოხვდებით, გასინჯეთ. საერთოდ ირანში მწნილები ძაან გავრცელებულია და ლამის ყველა კერძთან მოაქვთ გარნირად. პირველად მანდ გავსინჯე სოკოს მწნილი. ძვირიანი მართლა არ ყოფილა ეს რესტორანი. სადილის მერე ჩვენმა „გიდმა“ ხაჯუს ხიდი გვირჩია, ავტობუსში ჩაგვსხა და წავედით. 

ავტობუსი უიაფესია ირანში. გარდა ამისა, ზოგ (ძველ) ავტობუსებს გაყოფილი სექციები აქვს, ქალებისა და კაცების ცალ-ცალკე. ახალ ავტობუსებში ყველა ერთად ზის. 

კერძი

მივედით ხაჯუს ხიდზე. როგორც აგვიხსნეს ამ ხიდის ქვეშ წყალი ყოველთვის არაა გამოშვებული, კეტავენ ხოლმე არხს, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა. ლამაზი ადგილია, ქალაქში ერთერთი აუცილებლად სანახავი რამე. ათასი ადამიანი გამოდის, სხედან, სეირნობენ, გაზონებზე პიკნიკები აქვთ მოწყობილი, წრეებზე სხედან, ფეხზე აქაც გახდილი აქვთ (!) და ატარებენ საღამოებს ასე. ფრანები დაფრინავდნენ ხიდის თავზე და ნაპირზე წყლის პატარა კატერ-სკუტერები იყო განლაგებული. ადრე აქ კლუბი ყოფილა თურმე, რევოლუციის მერე დაკეტეს და ახლა მხოლლოდ ხიდზე იკრიბება მოსახლეობა. თვალსა და ხელს შუა ეს ჩვენი გიდი გაქრა, ვერც დამშვიდობება მოვასწარით წესიერად. როგორც ირაკლიმ აგვიხსნა, ამ ხიდზე უფრო შეღამებულზე ადგილობრივები გუნდებად გროვდებიან და მღერიან. ხანდახან პოლიცია მოდის და ამ შეკრებებს შლის. ძაან დაგვაინტერესა ამ სანახაობამ. მაგრამ ამასობაში ირაკლის ქართველ-ირანელმა მეგობრებმა დაურეკეს და ერთ საჩაიეში დაპატიჟეს ისევ იმამის მოედანზე. ირაკლიმ, რას იზამთ, წამოხვალთო? ჩვენ კი გვინდოდა საღამოს პერფორმანსებზე დარჩენა, მაგრამ იმ საჩაიეში წასვლა და „კაი ტიპების“ გაცნობაც გვინდოდა, თან ამასობაში დასარჩენი ადგილი უნდა მოგვენახა. მოკლედ, წავედით. გზაში, სანამ ამ მანძილს ფეხით გავივლიდით, მე couchsurfing-ს მივაშურე და ახალი ჰოსთის ძიება დავიწყე. რაღაც სასწაული იღბლიანები აღმოვჩნდით: ერთ სტუდენტ ტიპს მივწერე მეთქი ასე და ასეთქო და იმანაც ზუსტად 10 წუთში მიპასუხა, კი ბატონო, მობრძანდითო. უკვე „თავი ქუდში გვქონდა“, ამიტომ მშვიდად მივედით საჩაიეში.

ხაჯუ

ეს ბავშვები სასწაული ტიპები არიან, ვისაც იქ შევხვდით: სარა, მაქსი და კიდე ორი ირანელი ბიჭი, რომელთა სახელები არ მახსოვს. ეს ირანელი ბიჭები - ამდენი ქართველი რო დაგვინახეს გარშემო - ხუმრობდნენ, ამაღამ თქვენი ღამეაო. უგემრიელესი ჩაი დავლიეთ. ძალიან მაგარი გარემო დაგვხვდა იმ კაფე-საჩაიეში, ღია ეზოში ფერადი ნივთებით და ხლიჩებით, პატარა შადრევნით და უკარგესი მუსიკით -ორიგინალური და გემოვნებიანი გარემო, მყუდრო და სასიამოვნო აურა. ( მშვენიერი რეკლამა გამომივიდა, ამასობაში :დ )

ჩაის სმა ისფაჰანში :vvv :3

ჩვენს ახალ მასპინძელს - ალირეზასაც მივწერე, მეთქი მოდი აქა და აქ ვართთქო. მაგრამ ასე 9 საათისთვის ეს კაფეც დაიკეტა - როგორც სხვა ყველაფერი ირანში (!) და ჩვენც დაშლა მოგვიწია. ამასობაში სარამ გვითხრა, მამას ველაპარაკე და გადმოგცათ, იქნებ ისე ქნან, რომ ამ ალირეზასთან გააუქმონ და ჩვენთან დარჩნენო. ჩვენ კი ძაან გვინდოდა, მაგრამ ეს ალიც სახლიდან გამოსული იყო, ჩვენს შესახვედრად მოდიოდა, ამიტომ მოგვერიდა ცოტა არ იყოს და ამათ უარი ვუთხარით.

პირველი შთაბეჭდილებები ასეთი იყო ისფაჰანში. აქ ჯამში 5 ღამე დავრჩით, სამი ღამით იქითობისას და ორიც უკანა გზაზე... შემდეგ ეპიზოდში მოგიყვებით ყველაფერს ^_^  


მსგავსი
29 May 2017

თუ სვანეთში არ ყოფილხარ, საქართველო არ გინახავს

მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ ხუთი დღით წავსულიყავით და საკუთარი თვალით გვენახა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე სვან...

28 May 2017

ღრუბლებთან... მოგზაურობა ყაზბეგში

გაგიღვიძიათ ოდესმე სრულიად ჩვეულებრივ დღეს ყოველლდღიური გეგმებით, ხვალინდელი დღის ჩვეულებრივი გაგრძელების მოლოდინით და შემთხვევ...

28 May 2017

გზა პერსეპოლისისკენ

გზა პერსეპოლისისკენ... სანამ უშუალოდ ამ გენიალურ ადგილზე მოგიყვებით, მინდა ზოგადად ირანზე გითხრათ ერთი-ორი სიტყვა. არ...

24 May 2017

თუშეთში "წაგვიღეს"

ერთია თუშეთში წასვლის მუდმივი სურვილი გქონდეს და მეორეა, ბოლო სამი წელი მიდიოდე და ვერ მიდიოდე. რამდენჯერაც გზას დავა...

24 May 2017

Если ты не был в Сванетии, ты не видел Грузии

„Только о двух вещая мы будем жалеть на смертном одре – что мало любили и мало путешествовали.” ...

24 May 2017

მწვანე ტბა - ტბა-საოცრება ზემო აჭარაში

მოგახსენებთ, თუ საიდან დაგვებადა ზემო აჭარაში, გოდერძის უღელტეხილთან ახლოს და სოფელ დიდაჭარის მთის გვერდით ე.წ. ,, მწვანე ...

22 May 2017

რაჭა ჩემი სიყვარული!

როცა ლაშქრობისთვის ემზადები, გუდა-ნაბადს აიკრავ და დასავლეთ საქართველოს ულამაზესი კუთხისკენ - რაჭისკენ ავტოსტოპით აპირებ წასვლა...

21 May 2017

გაღმა-გამოღმა ანუ ჭაუხის ორივე მხარეს

სოფელი სნო, ღამის 2 საათი. მთავარის შუქზე მოსიარულე სამი ბიჭის სიმღერის ხმა დიდი ქვების ჩრდილებს უვლის, მთებზე იზვირთება და უკა...

21 May 2017

დაუვიწყარი ტური ბატეთის ტბაზე

2016 წლის 19 ივნისს ბათუმიდან ერთ დღიან ექსკურსიაზე ჩემს მეგობრებთან ერთად ვიმოგზაურე ქარელის რაიონში. ჯგუფში ვიყავით ოცი ადამი...

20 May 2017

გუდარეხში ნაპოვნი ბედნიერება

 ცხოვრებაში ერთხელ მაინც აუცილებლად დგება მომენტი, როდესაც უბრალოდ უნდა ადგე და წახვიდე. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება შ...