58
მიკი მაუსი, ოკულტიზმი პრინცესების დღე - 18 ნოემბერი.
18 ნოემბერი 2019
#365days #18ნოემბერი
გაიგე თუ რას აღნიშნავენ ან რა ხდება მსოფლიოში 18 ნოემბერს
მიკი მაუსის დღე
მიკი მაუსი ყველასათვის ცნობილი პერსონაჟი, რომელიც იუბ აივერქსმა და უოლტ დისნეიმ შექმნეს. ის პირველად 1928 წელს დაიხატა და ამჟამად, არა მხოლოდ დისნეის, ყველაზე ცნობილი პერსონაჟია, არამედ უოლტ დისნეის კომპანიის ლოგოტიპის ნაწილიცაა.
როგორ უნდა აღნიშნოთ ეს დღე? ყველაზე მარტივია უყუროთ ძველ მულტფილმებს ამ თაგვის მონაწილეობით ან იყიდოთ სათამაშოები, თუმცა მთელი ოჯახისთვის ყველაზე დაუვიწყარი საჩუქარი იქნება დისნეილენდში წასვლა.
ოკულტიზმის დღე
ოკულტიზმის (ლათ. საიდუმლო, ფარული) მიხედვით ამქვეყნად არსებობს ზებუნებრივი ძალები, რომელთანაც ურთიერთობის დამყარება მაგიითა და ჯადოქრობით არის შესაძლებელი. ოკულტიზმი შედგება მაგიისგან, ექსტრასენსორიკისგან, ასტრონიმიისგან, მკითხაობისგან, ქირომანტიისგან და სხვა.
ოკულტიზმის ზოგი ნაირსახეობა არაა საშიში, ძალიან ხშირად ისინი გამოიყენება ჩვენი ცნობიერების გა
...