turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ლაგოდეხი, გურგენიანის ჩანჩქერი

ბილიკის სიგრძე სულ 8.5კმ-ა, რომელის გავლასაც 4- 6 სთ ჭირდება. მონახულებისთვის საუკეთესო დრო კი მაისიდან აგვისტოს ჩათვლითაა. შესასვლელამდე ასფალტიანი გზა მიდის, შემდეგ კი უკვე ფეხით სავალი მარკირებული ბილიკია. რამოდენიმე წლის წინ მდინარე ნინოსხევი, რომელზეც ეს ჩანჩქერი მდებარეობს, ძალიან მოდიდდა, რის შედეგადაც იძულებულები ვართ გზის უმეტესი ნაწილი მდინარის რიყეზე გავიაროთ. მანამდე კი ბილიკის დიდი ნაწილი ულამაზეს ტყეზე გადიოდა, გზადაგზა კი უამრავი ხის ხიდი იყო. dsc2411გზადაგზა... უმჯობესია თუ თან სალაშქრო ჯოხს იქონიებთ. dsc2414ნინოსხევის მდინარე... ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა წყალდიდობისგან განადგურებული ხეები გასათვალისწინებელი პირობები:
  • შესაძლოა მოგიწიოთ მდინარის რამოდენიმე ადგილას გადაკვეთა, ამიტომ აუცილებლად იქონიეთ თან გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ყურადღებით მოექეცით ტექნიკას (ყოველი შემთხვევისთვის, ჩადეთ ცელოფნის პარკში)
  • როგორც არ უნდა ცხელოდეს, ჩანჩაქერთან ყოველთვის გრილა
  • ერთ ადგილას შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გზა აღარაა და ღრმა მდინარეში უნდა გატოპოთ - სინამდვილეში ბილიკზე ასასვლელი შეუმჩნეველია და კარგად უნდა დააკვირდეთ, მარჯვენა მხარეს ზემოთ აფოფხდებით და უზარმაზარ ლოდებს ქვემოთ მოიტოვებთ.
  • სასმელი წყალი - წყარო ბილიკის დასაწყისშია და გურგენიანის ჩანჩქერთანაც შეიძლება ბოთლების ავსება.
  • საბანაკე ადგილები: დაბანაკება შეიძლება შესასვლელთანაც (თუმცა აქ როგორც წესი, ბევრი ხალხია), ასევე ჩანჩქერის ზემოთ, პატარა მინდორზე. სურვილის შემთხვევაში გზადაგზაც შეგხვდებათ პატარ-პატარა მინდვრები.
dsc2437dsc2425 ჩანჩქერის მისადგომებთან... dsc2429dsc2437დანიშნულების საბოლოო პუნქტი - ნინოსხევის (გურგენიანის) ჩანჩქერი. ლეგენდის თანახმად, ეს ჩანჩქერი იქ გადმოდის სადაც შეყვარებული წყვილი- გურგენი და ანი ხვდებოდნენ ერთმანეთს. ბილიკი აქ არ მთავრდება -აქ ჩანჩქერის ზემოთ ასასვლელი ბილიკიცაა. ბილიკის მიგნება ადვილია - ის გვიმრებზე გადის. ოღონდ განსაკუთრებულ სიფრთხილეს საჭიროებს, რადგან ნაწილი ჩამოშლილია. ზემოთ საბანაკზე ადგილია და უზარმაზარ ქვებზე აძრომის შემთხვევაში ჩანჩქერსაც გადმოხედავთ ზემოდან. dsc2505 იმ შემთხვევაში, თუ უკანა გზაზე ყურადღებით იქნებით და შედარებით მარცხნივ შეუხვევთ, ასეთ ლამაზ ტყეში იბოდიალებთ. dsc2508
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
35 %
ევროპაში
30 %
აზიაში
2 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
9 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
15 %