turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

საყვარელი ცოლისთვის მიძღვნილი გიტარის ფორმის ტყე არგენტინაში

არგენტინის პამპასებს თუ გადაუფრენთ,  უზარმაზარ მინდვრებს და ველებს შორის შეიძლება უცნაური ფორმის ტყე შეამჩნიოთ.  ეს ტყე ფერმერმა პედრო მარტინომ დარგო და ცოლის ხსოვნას მიუძღვნა. ტყის ფორაში გიტარის ამოცნობა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.    article3096  forest-guitar-003 ტყე დაახლოებით 1100 კვადრატულ მეტრზეა გაშენებული განსაკუთრებული ჯიშის ხეებით, რომელთა ფოთლებსაც სხვადასხვა შეფერილობა აქვს. პედროს ცოლმა, გრაციელამ, ერთ-ერთი გადაფრენისას შეამჩნია, რომ ხეები, რომლებიც ერთ-ერთ მინდორზე იზრდებოდა, სათლის ფორმას ქმნიდნენ და იდეა გაუჩნდა, რომ ათ კუთვნილ მიწის ნაკვეთზეც გაეშენებინა  რამე, მსგავსი. დიზაინის მოფიქრება ქმარს სთხოვა. ფერმერის ცხოვრება რთულია, სამუშაო ბევრია და იდეის განხოციელების დრო ვერა და ვერ გამოინახა. მაგრამ 1977 წელს გაბრიელა გარდაიცვალა. ამის მიზეზი თავის ტვინის ანევრიზმა გახდა. პედრომ გადაწყვიტა, ცოლის ოცნება განეხორციელებინა და მთელი თავისუფალი დრო ამ პროექტის განხორციელებას მიუძღვნა. დარგო სხვადასხვა ჯიშის ხეები და მათზე ზრუნვას შეუდგა. ასე შეიქმნა გიტარის ფორმის ტყე - იმ ინსტრუმენტის, რომელიც ასე უყვარდა მის ცოლს.    forest-guitar-004   forest-guitar-00530-ზე მეტი წლის შემდეგ ხეები უკვე გაზრდილია და ყველას, ვინც ამ მინდორს გადუფრენს, შეუძლია ამ სილამაზით დატკბეს. კონტურისთვის პედრომ მწვანე კვიპაროსები დარგო, იგივე ჯიშის ხეები გამოიყენა ვარსკვლავის ფორმის შესაქმნელად. სიმებისთვის ევკალიპტის ხეები გამოიყენა, რომლებსაც მოლურჯო შეფერილობა აქვთ. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ პედროს არასოდეს უნახავს საკუთარი ქმნილება ციდან, რადგან ძალიან ეშინია ფრენის.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %