თავბრუდამხვევი ატრაქციონი "ზეციური ველოსიპედი"

ზეციური ველოსიპედი (SkyCycle) ატრაქციონების პარკში "Washuzan Highland"-ში, ქალაქ კურასიკიში, ოკაიამას პრეფექტურაში, იაპონიაში მდენარეობს და იძახიან, რომ ცნობილ ამერიკულ გორაკებზე ბევრად უფრო ექსტრემალური და საშიშია. მიუხედავად იმისა, რომ კაბინების სიჩქარე ბევრად უფრო დაბალია და არც თავბრუდამხვევ მოსახვევებს შეხვდებით, ადრენალინის ტალღები გარანტირებულია. sky-cycle-002sky-cycle-003და რატომაა ასეთი ექსტრემალური, თუ სიჩქრეც დაბალია და რელსიც სწორი და თანაბარია? ამას რამოდენიმე მიზეზი აქვს. დასახელება "ზეციური ველოსიპედი" უკვე მიგვანიშნებს ამაზე. ველოსიპედების მოძრაობა მთლიანად მგზავრებზეა დამოკიდებული - სწორედ მათ მოყავთ მოძრაობაში ატრაქციონი. ეს ველოსიპედები  რამოდენიმე სართულის სიმათლეზეა გამოკიდებული, თუმცა ეს სიმაღლე ძალიან პირობითია, რადგან ატაქციონი გორაკებიან ადგილასაა აშენებული და თქვენს ქვემოთ ზოგჯერ რამოდენიმე ათეული მეტრის უფსკრული შეიძლება მოექცეს.   sky-cycle-005KURASHIKI, JAPAN - APRIL 27: Tourist ride the pedal-powered sky cycle roller coaster at Washuzan Highland Amusement Park on April 27, 2013 in Kurashiki, Japan. Washuzan Highland Amusement park is located in Kurashiki area looking over a panoramic view of islands floating on the Seto Inland Sea. (Photo by Buddhika Weerasinghe/Getty Images)ველოსიპედები ორადგილიანია, თუმცა მისი მართვა ერთ ადამიანსაც შეუძლია. თითოეულ მგზავრს აქვს საკუთარი პედლები, საჭე და ერთი ველოსიპედის კალათა პირადი ნივთების მოსათავსებლად. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აქ მგზავრი თითქმის არაფრით არაა დაცული. ერთადერთი, რაც ძირს ჩავარდნისგან გიცავს, ერთი შეხედვით არც ისე საიმედო უსაფრთხოების ღვედია.ატრაქციონზე ჯდომისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სიჩქარე მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, ველოსიპედები დამოუკიდებლად მოძრაობენ და სიჩქარეს თუ არ გააკონტროლებთ, სხვასთან შეჯახება სრულიად შესაძლებელია.  მკვეთრი მოსახვევები ბევრია, რელებს შორის კი კარგად ჩანს, როგორი პეიზაჟია თქვენს ქვემოთ.sky-cycle-010sky-cycle-012sky-cycle-013sky-cycle-016sky-cycle-017ატრაქციონიდან შესანიშნავად ჩანს ატრაქციონების პარკის ტერიტორია, ქალაქი კურასიკი და სეტოს ხიდი. მძაფრი შეგრძნებები და ულამაზესი პეიზაჟების მიქსი ისაა, რაც ასე იზიდავს ატრაქციონზე ტურისტებს და მძაფრი შეგრძნებების მოყვარულებს. KURASHIKI, JAPAN - APRIL 27: Tourists ride a pedal-powered sky cycle roller coaster at Washuzan Highland Amusement Park on April 27, 2013 in Kurashiki, Japan. Washuzan Highland Amusement park overlooks a panoramic view of islands on the Seto Inland Sea. (Photo by Buddhika Weerasinghe/Getty Images)
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %