turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ვან-გოგის სახელობის მანათობელი ბილიკი

ნიდერლანდების სამეფოს ქალაქ ეინდჰოვენში უჩვეულო და ულამაზესი ველოსიპედის ბილიკია გაკეთებული ველომოყვარულებისთვის. დღისით ეს ერთი  ჩვეულებრივი ბილიკია,  მაგრამ საკმარისია მზე ჰორიზონტს მოეფაროს, რომ ულამაზესი მანათობელი ნახატები ჩნდება ბილიკზე. ეს ნახატები დიზაინერებმა ვან-გოგის "ვარსკვლავებიანი ღამის" მიხედვით შექმნეს. პროექტს "Van Gogh–Roosergaarde Bicycle Path"-ეწოდება.van-gogh-roosergaarde-001van-gogh-roosergaarde-002ულამაზესი ველოსიპედის ბილიკი დააპროექტა დიზაინერმა დაან რუზგაარდმა დიზაინერული სტუდიიდან "Studio Roosegarde",  ხოლო პროექტი განახორიელა კომპანია Heijmans-მა იმ ქალქში, სადაც ვინსენტ ვან-გოგი დაიბადა და გაიზარდა. პროექტის ინოვაციურობა და უნიკალურობა იმაშია, რომ "Van Gogh–Roosergaarde"-ს ველოსიპედის ბილიკის ზედაპირი მოკირწყლულია ათასობით ფოსფორირებადი ქვით, რომლებიც დღისით მზის სინათლეს შთანთქავენ და სიბნელეში ფოსფორეცირებენ. ქვები განსაკუთრებულ ორნამენტს ქმნიან, რომელიც ვან-გოგის ყველაზე ცნობილი ნახატის თანამედროვე ინტერპრეტაციას წარმოადგენს.   van-gogh-roosergaarde-003van-gogh-roosergaarde-004   van-gogh-roosergaarde-005van-gogh-roosergaarde-006van-gogh-roosergaarde-008   "ვარსკვლავოვანი" საფარველი არამარტო ეფექტურად გამოიყურება, არამედ  სიბნელეში ორიენტირებაში ეხმარება ველოსიპედისტებს. ბილიკს ანათებს თანამედროვე დიოდური განათების ფარნებიც, რომლებიც ნისლიან ამინდში ზრდის ხილვადობას და თან ენერგიით ამარაგებს ფოსფორეცირებად ქვებს.   van-gogh-roosergaarde-010   van-gogh-roosergaarde-012 Van Gogh–Roosergaarde Bicycle Path-ის სიგრძე 600 მეტრია. ის "ვან-გოგის გზის" კომპლექსის ნაწილია, რომელიც ყველა დამთვალიერებლისთვის ღიაა. მთლიანი მარშუტის სიგრძე 335 კილომეტრია და ხუთ დამოუკიდებელ ნაწილად იყოფა, რომლებიც ვან-გოგის კულტურული მემკვიდრეობის თემატიკას ეძღვნება. მაგალითად, ვან-გოგის ნახატებზე აღბეჭდილია წყლის წისქვილები Opwettense და Colse, რომელთა ნახვა  შესაძლებელია, თუ მანათობელ ველოსიპედის ბილიკს გაუყვებით.
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %