ბუნების 4 საოცრება ევროპაში

ეისიზენველტი , ავსტრია ყველაზე  ყინულოვანი    გამოქვაბული ეისიზენველტი, ასევე ცნობილია , როგორც გიგანტი ყინულების სამკვიდრებელი. ამ  გამოქვაბულის სიღრმე 40 კილომეტრია, მას წელიწადში 20 000 ტურისტი სტუმრობს  მიუხედავათ გამოქვაბულის  სიდიდისა,  შესვლის თანავე    ტერიტორიის 1/4 ყინულით არის დაფარული. ყინული არასდროს  ლღვება, ზაფხულშიც კი მღვიმეში შესვლამდე ტურისტებს თბილი ტანსაცმლის ჩაცმა უწევთ.  მღვიმეში შესვლამდე  ყველას აფრთხილებენ, რომ შიგნით ფოტოების გადაღება აკრძალულია.
Eisriesenwelt.original.794
Eisriesenwelt.640.8376
0_9ecc9_685a71b3_orig
eisriesenwelt_2

კაპადოკია , თურქეთი

კაპადოკია (ლამაზი ცხენების ქვეყანა), თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული ოლქის სახელწოდებაა. ძველი კაპადოკიის ტერიტორია ამჟამად განთავსებულია თურქეთის პროვინციების: ნევშეჰირის, კაისერის, აქსარაისა და ნიგდეს ტერიტორიებზე. ტერიტორია ხასიათდება განსაკუთრებით საინტერესო ვულკანური წარმოშობის ლანდშაფტებით.  კლდეში ნაკვეთი და მიწისქვეშა ქალაქებით, რომლებიც დაარსდა ძვ. წ. I ათასწლეულში. კაპადოკიაში მდებარე გორემეს ეროვნული პარკი და კაბადოკიის კლდეში ნაკვეთი დასახლება შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

site_0357_0034-750-0-20151105154542

5f434c257c7e5591e49f94fc56e5f101

maxresdefault

Ryan-Opaz

ბლედი, სლოვენია ქალაქი ბლედი,  ჩრდილო–დასავლეთ  სლოვენიაში მდებარეობს,  იტალიის და ავსტრიის საზღვართან ახლოს. ის პოპულარული ტურისტული ქალაქია. აქ მდებარეობს ულამაზესი ბლედის ტბა, რომლის შუაგულშიც კუნძულზე გაშენებულია საუკუნოვანი სალოცავი.   zima na bledu video 2Lake-Bled-Sloveniamaxresdefault (1)

დოლომიტი, იტალია დოლომიტის ალპები  მთიანი მასივი აღმოსავლეთ ალპებში, მასივი განლაგებულია იტალიის სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში და შემოსაზღვრულია მდინარეების დაბლობებით: იზარკო (ჩრდილო-დასავლეთი), პუსტერია (ჩრდილოეთი), პიავე (სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი), ბრენტა (სამხრეთ-დასავლეთი) და ადიჯე (დასავლეთი). მთები გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე, უმაღლესი მწვერვალია — მარმოლადის მთა (3342 მეტრი). 2009 წელს დოლომიტის ალპები შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

 dolomites-italy-seceda-mountains-clouds-853

Stitched Panorama

Alpine_glow_Dolomites_St_Magdalena_Italy-L

article-2330422-19FB2AFC000005DC-409_634x437

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
41 %
არა
32 %
გააჩნია მიმართულებას
27 %