47

24 ყველაზე ჟრუანტელის მომგვრელი ადგილი დედამიწაზე. ნაწილი III

29 თებერვალი 2016
მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს, დედამიწაზე უამრავი ადგილი, ძეგლი და საინტერესო ლანდშაფტი არსებობს. ადგილები, რომლებიც პირველი დანახვისთანავე ჟრუანტელს გგვრის და დიდი ხნის მანძილზე არ გავიწყდება.
17. სასაფლაო ჩაუჩილა, პერუ
სასაფლაო ჩაუჩილა პერუს სამხრეთ სანაპიროზე, ნასკას პლატოდან 30 წუთის სავალზე მდებარეობს. ნეკროპოლი მეოცე საუკუნის ოციან წლებში ააღმოაჩინეს. მკვლევარების თქმით, სასაფლაოზე ნაპოვნ სხეულებს შორის იყო ისეთები, რომელთა ასაკი 700 წელს აღემატებოდა, ხოლო უკანასკნელი მიცვალებულები მეცხრე საუკუნეში დაკრძალეს. ჩაუჩილას მიცვალებულების დაკრძალვის მეთოდი ორიგინალურია - ყველა სხეული მუხლებზე ზის, ხოლო სახეებზე "თითქოს მარადიული ღიმილი აქვთ შეყინული". სხეულების ნაშთებმა პერუს მშრალი და ცხელი კლიმატის წყალობით მოაღწიეს ჩვენს საუკუნემდე.
18. ტოფეტი, ტუნისი
კართაგენელების რელიგიის ყველაზე ბნელი და სევდიანი ნაწილი ბავშვთა მსხვერპლშეწირვის ისტორიებია, განსაკუთრებით, ჩვილი ბავშვების. მსხვერლშეწირვის დროს აკრძალული იყო ტირილი, რადგან ნებისმიერი ცრემლი და ამოკვნესა მსხვ
...