turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

როგორ უნდა დაზოგოთ ფული სამოგზაუროდ

თვითმფრინავით, მატარებლით, გემით, ავტომობილით, ველოსიპედით - არ აქვს მნიშვნელობა რომელი ტრანსპორტით, მოგზაურობა ყველას უყვარს. თუმცა ნებისმიერი მოგზაურობა მოითხოვს ფინანსებს,  რომლის არქონაც ხშირად მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია ჩვენი საოცნებო ადგილების მონახულებისთვის. გაქვს საკუთარი შემოსავალი, მაგრამ მოგზაურობისთვის თანხა მაინც არ გყოფნის? შეგიძლია ფული რამდენიმე გზით დაზოგო. შეგიძლია უარი თქვა ძვირადღირებული მზა ყავის შეძენაზე და საკუთარი ხელით მოამზადო. ის შეიძლება უფრო გემრიელიც კი აღმოჩნდეს. მეგობრებთან შეხვედრები კაფეს ნაცვლად სახლში შეგიძლია დაგეგმო. ასე თანხასაც დაზოგავ და მეგობრებთან ერთად სამზარეულოში საინტერესო ექსპერიმენტებსაც ჩაატარებ. თანხას დაზოგავ იმ შემთხვევაშიც თუ სამსახურში წასაღებ სადილს თავად მოამზადებ სახლში და მზა საკვებში ზედმეტ თანხას არ გადაიხდი. 4-idées-sorties-anti-crise-1სამსახურში ფეხით ან ველოსიპედით სიარული ყველაზე იაფი საშუალებაა. თუ უკვე გყავთ ავტომობილი, შეგიძლიათ გაყიდოთ კიდეც. ასე დაზოგავთ საწვავის ფულს, დაზღვევის თანხას და ავტომობილის გამართულად მუშაობისთვის საჭირო სხვა ხარჯებს. თანაც ფეხით ან ველოსიპედით სიარული ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა და არც საცობის პრობლემა შეგაწუხებთ. თუ ფიტნეს ცენტრების ხშირი სტუმარი ხართ, ფეხით ან ველოსიპედით სიარული მის საჭიროებასაც მოგიხსნით და ამ თანხასაც დაზოგავთ. [caption id="attachment_5312" align="aligncenter" width="660"]Blurred motion of mature businessman riding bicycle Blurred motion of mature businessman riding bicycle[/caption] შეგიძლიათ უარი თქვათ მობილურის, კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობების განახლებაზე და უახლესი მოდელების შეძენაზე. ეს მნიშვნელოვნად შეავსებს თქვენს სამოგზაურო ყულაბას. თანაც რა აუცილებელია ახალი მოდელი, როცა ამჟამინდელიც აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს? სანამ გარდერობს ახალი ტანსაცმლით შეავსებდეთ კარგად დაფიქრდით, იქნებ სულაც არაა აუცილებელი ახალი ჯინსის ან პულოვერის ყიდვა, როცა ძველი ჯერ ისევ კარგ ფორმაშია და თანაც გიხდებათ? ხომ არ ჯობია ეს თანხა სამოგზაურო ყულაბას დაამატო? ასევე შეგიძლიათ ძველი ტანსაცმელი, რომელსაც აღარ იყენებ და არცთუ ურიგო მდგომარეობაშია, გაყიდოთ და მცირე შემოსავალი საოცნებო მოგზაურობისთვის გადადოთ. Fashion-Closetცოტაოდენი თანხის დაზოგვა ტელეფონზე ინტერნეტის გააქტიურებისგან თავის შეკავებით შეგიძლიათ. მართალია, დღეს ინტერნეტთან კავშირი უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არაა აუცილებელი 24/7-ზე ინტერნეტში იყოთ, მითუმეტეს თუ ამას თქვენი სამსახური არ მოითხოვს. შეგიძლიათ მხოლოდ Wi-Fi-ით ისარგებლოთ და ბიუჯეტს გაუფრთხილდეთ. Smiling woman taking self-portrait with digital camera below Big Ben clocktower მოკლედ, თუ კარგად დავფიქრდებით, საოცნებო მოგზაურობისთვის თანხის დაზოგვა სხვადასხვა გზით შეგვიძლია, მთავარია ყველგან და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ წინ დაუვიწყარი მოგზაურობა გველის, რომელიც უამრავი შთაბეჭდილების და თავგადასავლების მომტანია.      
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
45 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
30 %