turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

30 აუცილებლად სანახავი ადგილი ევროპაში. ნაწილი I

ევროპის ყველა ქვეყანას აქვს ტურისტული ღირსშესანიშნაობები, სადაც ხალხის აზრით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოხვდე. ამ ადგილებში ყოველთვის უამრავი ტურისტია, წლის და დღის ნებისმიერ დროს. და თუ ამდენ ადამიანს მოწონს და ნახულობს, ესეიგი, არის მათში რაღაც ისეთი, რაც ყველა ასაკის, გემოვნების და კულტურის ადამიანს იზიდავს. სცადეთ, იქნებ ამ "გაცვეთილმა" მიმართულებმა თქვენც შემოგთავაზოთ ის უნიკალური თავგადასავალი, რისთვისაც სამოგზაუროდ მივდივართ ხოლმე.

1 . ვარის დეპარტამენტი, პროვანსი, საფრანგეთი

var_3414608k ვარის დეპარტამენტი პროვანსის ყველაზე ლამაზი ნაწილია. ისაა მხარე პატარა სოფლებით, ქვის სახლებით და მოკირწყლული ქუჩებით, ალაგ-ალაგ გაფანტული ვაზის ვენახებით, უგემრიელესი სამზარეულოთი და საუკეთესო ხედებით.  ტურისტების შედარებით მცირე რაოდენობა აქაურობას საფრანგეთის ყველაზე სასურველ მიმართულებად აქცევს.

2. ბარსელონა, ესპანეთი

barcelona_3414621k საგრადა ფამილია, რომლის მშენებლობაც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაიწყო და დღემდე გრძელდება, ჩვენს სიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.  ანტონიო გაუდი ამ პროექტზე 40 წელი მუშაობდა და საკუთარი ცხოვრების ბოლო 15 წელი სრულიად ამ მიზანს დაუთმო. უსაშველოდ ხანგრძლივი მშენებლობის პროცესის გამო გაუდის ხუმრობით უთქვამს „ჩემს კლიენტს არ ეჩქარება“-ო. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარი დაუმთავრებელია, იგი 2010 წელს პაპმა ბენედიქტ მეთექვსმეტემ აკურთხა.

3. სიქსტის კაპელა, რომი, ვატიკანი

sistine_3414623k მიქელანჯელოს შედევრი, რომელიც რომში, ვატიკანში მდებარეობს, ის ადგილია, რომლის უნახავადაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა წამოხვიდე იტალიიდან.  ფრესკა, რომელიც 40 მეტრი სიგრძის და 13 მეტრი სიგანისაა და ბიბლიურ თემატიკაზეა შექმნილი, არც ერთ ვიზიტორს არ ტოვებს გულგრილს. გასათვალისწინებელი ფაქტორია ის, რომ ვიზიტისას ჩაცმულობას უნდა მიაქციოთ ყურადღება - ვატიკანის ტერიტორიაზე დრეს-კოდი მოქმედებს.  

4. ათენის აკროპოლისი, საბერძნეთი

acrop_3414627k იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ამ ძეგლს წელიწადში დაახლოებით სამი მილიონი ადამიანი სტუმრობს. პანთეონი, მისი ყველაზე ცნობილი ტაძარი, რომელიც 46 სვეტითაა გამაგრებული, კლასიკური არქიტექტურის ყველაზე  მნიშვნელოვანი და გავლენიანი ელემენტი იყო საუკუნეების განმავლობაში. ოქროსფერი განათება განსაკუთრებით შთამბეჭდავს ხდის უძველესი ცივილიზაციის ძეგლს.

5. პამუკალე, თურქეთი

pam_3414626k ყველაზე ადვილად აქ მარმარისის და ანტალიის კურორტებიდან მოხვდებით. ცხელი მიწისქვეშა წყაროები მინერალელბისგან ულამაზეს თეთრ ტერასებს ქმნიან, რომლებსაც თურქები  "ბამბის სასახლეს" ეძახიან.  ყველაზე მეტი ვიზიტორი თურქეთის მასშტაბით სწორედ ამ ადგილს ყავს.  აქაურობა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

6.  Semana Santa de Sevilla, ესპანეთი

AR5TG5 Virgin Mary Procession, Semana Santa, Holy Week, Sevilla, Andalusia, Spain სევილიაში, ესპანეთის სამხრეთით მდებარე ქალაქში ერთკვირიანი ფესტივალი ტარდება, ქრისტეს ცხოვრების უკანასკნელ დღეებს ეძღვნება და აღდგომის წინა კვირას ემთხვევა. ქალაქის ქუჩებში იმართება პროცესიები, სადაც შუა-საუკუნეების ბერებივით ჩაცმული, კაპიუშონიანი ადამიანები იღებენ მონაწილეობას.

7. აია სოფიას ტაძარი, სტამბოლი, თურქეთი

aya-sofya_3414597k ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც მოგვიანებით მეჩეთად გადაკეთდა ოსმანთა მიერ, ამჟამად  მუზეუმია ქალაქ სტამბოლში.მას უნივერსალურად მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ შენობად მიიჩნევენ და ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.  აქ შეგხვდებათ ბიზანტიური მოზაიკა, არაბული წარწერები, სამლოცველო ნიშები...

8. მატერჰორნი,  შვეიცარია

matterhorn_3414581k შვეიცარიისა და იტალიის საზღვარზე მდებარე გიგანტური პირამიდის ფორმის მქონე მწვერვალი 4477 მ სიმაღლისაა ზღვის დონიდან და პირველად ინგლისელებმა დაიპყრეს 1885 წელს. მწვერვალის დაპყრობა განსაკუთრებულ ალპინისტურ გამოცდილებას მოითხოვს, თუმცა შორიდან დატკბობა ყველას შეუძლია, ამისათვის კი შვეიცარიის ალპებში მდებარე კურორტს, ცერმატს უნდა ეწვიოთ.

9. შატო შენონსო, , ენდრ და ლუარა, საფრანგეთი

chenonceau_3414589k სასახლე აშენებულია XVI საუკუნეში ხიდის გალერეის გარეშე. სასახლე განთქმული იყო, როგორც ჰენრი II-ის ფავოროტი დიანა დე პუატიეს ბინა, რომელმაც ეს სასახლე მეფისგან საჩუქრად მიიღო. შატოს ციხე-სიმაგრეში და მის ბაღებში სეირნობისას სრულიად შევიგრძნობთ შუა საუკუნეების საფრანგეთის ატმოსფეროს და მის ხიბლს. ეს ის ადგილია, სადაც ბავშვებთან ერთადაც შეიძლება წასვლა- აქ ისინი ნამდვილად  გაერთობიან.  

10. ატლანტიკის ოკეანის გზა, ნორვეგია

norway-road_3414630k ამ გზის მთავარი ხიბლი იმ 12 ხიდშია, რომლებიც პატარ-პატარა კუნძულებს ერთმანეთთან აერთებს და ულამაზეს სანახაობას ქმნის. გზა ატლანტიკის ოკეანის ჩრდილო სანაპიროზე გადის და მორე ოგ რომსდალის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. თვალწარმტაცი პეიზაჟები, ოკეანე, ხიდები – რომელიც ნებისმიერ ადამიანში ადრენალინის მომატებას იწვევს,  ხოლო თუ ქარიანი ამინდია, ტალღები ზოგჯერ გზაზე გადმოდის, რაც ამ ყველაფერს კიდევ უფრო უმატებს ექსტრიმს. შთაბეჭდილებები ნამდვილად დაუვიწყარია.ნაწილი IIნაწილი III
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
40 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
33 %