El Peñon De Guatape - 200-მეტრი სიმაღლის ლოდი კოლუმბიაში

კოლუმბიის ქალაქ გუატაპეს მახლობლად 200-მდე მეტრი სიმაღლის უზარმაზარი ლოდი დგას, რომელსაც ერთ დროს ტაჰამიეს ტომის ინდიელები სცემდნენ თაყვანს და საკუთარ ენაზე "mojarrá" ან "mujará"-ს მოიენიებდნენ. დღეს ამ ადგილს  Piedra de Penol ან/და El Peñon de Guatape სახელით იპოვით.   El-Penon-de-Guatape-1 1654 წელს რამოდენიმე ადამიანი, სავარაუდოდ ადგილობრივი მღვდლის დავალებით, თოკების საშუალებით აცოცდა მონოლითზე და კიბის მსგავსი კონსტრუქცია გააკეთა - ქვის ბუნებრივად არსებულ ჭდეში ხის ფიცრებისგან საფეხურები გააკეთეს. ესენი პირველი ადამიანები იყვნენ, რომლებიც  El Peñon de Guatape-ე აცოცდნენ. მოგზაურობას 5 დღე დაჭირდა.  მაგრამ მწვერვალზე ასულ ადამიანებს ულამაზესი ხედების გარდა, ახალი სახეობის მცენარე - Pitcairma heterophila დახვდათ. ლოდი სულ მალე გახდა პოპულარული ტურისტული ატრაქციონი.   El-Penon-de-Guatape-5El-Penon-de-Guatape-8-1024x519 ლოდი თითქმის მთლიანად გლუვია და მხოლოდ ერთი გრძელი ნაჭდევი აქვს, რომლის გავლითაც მწვერვალზე შეგიძლია მოექცე. ნაჭდევში გაკეთებულ კიბეს დაახლოებით 700 საფეხური აქვს და ეს აქ ასვლის ერთადერთი გზაა, თუმცა თანამედროვე კიბე ბევრად განსხვავდება იმ პირველი, ექსტრემალური ვარიანტისგან და ბევრად უფრო კომფორტულია. 1970-იანი წლების შემდეგ პეიზაჟი შეიცვალა - ახლა ლოდის მწვერვალიდან ტბების და პატარ-პატარა კუნძულების ულამაზესი ლაბირინთები მოჩანს. ამჟამად ლოდს თავზე ვიზიტორებს შეუძლიათ იყიდონ ღია ბარათები, ადგილობრივი წარმოების სუვენირები და ა.შ.  აქვეა რესტორანი და კაფე. სხვადასხვა სასუსნავები და საჭმელები იყიდება კიბის დასაწყისშიც. 1940-იან წლებში კოლუმბიის მთავრობამ ლოდი ნაციონალურ მონუმენტად გამოახადა. El-Penon-de-Guatape-9-1024x715El-Penon-de-Guatape-15
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
რამდენად ხშირად მიმართავთ ტურისტულ სააგენტოებს მოგზაურობის დასაგეგმად ?
A. ხშირად მივმართავ
23 %
B. საერთოდ არ მივმართავ
55 %
C. არც ისე ხშირად მივმართავ
23 %