turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

მოზაიკით დამშვენებული კიბე სან-ფრანცისკოში

მოზაიკური კიბე (Tiled Steps) სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა და უნიკალური არტ-პროექტია, რომელიც მეექვსე ავენიუს და მორაგას ქუჩებს აკავშირებს. ეს მოზაიკით გაფორმებული ყველაზე დიდი კიბეა მსოფლიოში. პროექტი უკვე რამოდენიმე წლისაა, მაგრამ სან-ფრანცისკოს მაცხოვრებლების აღფრთოვანება ჯერ არ განელებულა. კიბის ავტორები კერამიკის დიზაინერი კოლეტ კტრატჩერი და მოზაიკოსი ეილინ ბარი არიან.   colorful-street-002   colorful-street-003   colorful-street-004   მოზაიკით გაფორმებული კიბე 163 საფეხურს ითვლის, რომლის გასაფორმებლადაც 2 000 კერამიკული ფილა დაიხარჯა, რომელიც ხელით დამზადდა, ხოლო კერამიკული ფილები სხვადასხვა ფერის მოზაიკის, მინის და სარკის 57 000 ნატეხითაა დაფარული, რომლებიც ერთიანობაში უზარმაზარ და ულამაზეს პანოს ქმნის. კერამიკით აწყობილი ნახატი ბუნების თემატიკაზეა შექმნილი - როგორც მიწისზედა, ასე წყლისქვეშა სამყაროზე. აქ ნახავთ ზღვების და მდინარეების ბინადრებს, ტყეების და უდაბნოების წარმომადგენლებს, ყვავილებს, ფრინველებს, ხეებს და სხვადასხვა ბალახებს, ციურ მნათობებს და ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებს და თანავარსკვლავედებს.   colorful-street-005   colorful-street-007   colorful-street-010ამ პროექტზე ეილინ ბარი და კოლეტ კრატჩერი ორი წელზე მეტხანს მუშაობდნენ სამას მოხალისესთან ერთად. ვიზიტორების შეფასებების მიხედვით, ეს "ქალაქის ყველაზე კარგი და ლამაზი კიბეა", "საფეხურებისგან ულამაზესი ნახატები იქმნება - ცა ზღვაში ჩადის, ულამაზესი მორევების შემდეგ ზღვის პეიზაჟები მოდის, საიდანაც მიწაზე ამოვდივართ, სადაც მცენარეები, ხეები, ყვავილები და ფრინველებია და ამის შემდეგ ისევ ზეცაა". " თითოეული საფეხურის თვალიერება საათობით შეიძლება, ფანტასტიური დეტალიზაციაა, ნამდვილი საგანძური". “ colorful-street-011   colorful-street-013   colorful-street-017   ადგილობრივი მმართველობის გადაწყვეტილებით, ამ პროექტის 300 მონაწილის სახელები კიბეზეა დატანილი. კიბეს შექმნის დღიდან უამრავი ტიტული მიენიჭა, უამრავი ჯილდო გადაეცა ავტორებს. ქალაქის უამრავი ღონისძიება და კონცერტი ჩატარდა ამ ადგილებში. განსაკუთრებით პოპულარულია კიბე საქორწიო ფოტოგრაფიაში. უამრავ წყვილს სურს სწორედ ამ ადგილას მოაწყოს სამახსოვრო ფოტოსესია.   In the middle somewhere...    
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
33 %
ევროპაში
29 %
აზიაში
2 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
10 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
16 %