5 საუკეთესო მუზეუმი ამსტერდამში

ამსტერდამი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მიმართულებაა ევროპაში. ქალაქი ნამდვილი კულტურული ცენტრია თავისი თეატრებით, უნივერსიტეტებით, კვლევითი ინსტიტუტებით, გასართობი ადგილებით და 40-ზე მეტი მუზეუმით. რთულია, ტურისტის სტატუსით ჩასულმა ყველა მუზეუმის ნახვა მოასწრო, თუმცა მათ შორისაც არის ისეთები, რომლის უნახავადაც არ უნდა დატოვოთ ამსტერდამი.

 

ანა ფრანკის მუზეუმი

 

ეს სწორედ ის სახლია, სადაც ანა ფრანკი და მისი ოჯახი იმალებოდა. სწორედ აქ დაიწერა ანა ფრანკის დღიურები, რომელიც ომის დამთავრების შემდეგ მსოფლიო ბესთსელერად იქცა და დღემდე არ კარგავს პოპულარობას. აქ მოგვითხრობენ გოგონას ამბავს, რომელიც დაიბადა გერმანიაში და ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის მერე, გადავიდა ნიდერლანდებში ოჯახთან ერთად. ნაცისტების მიერ ამ ქვეყნის ოკუპაციის შემდეგ, ანა ფრანკის ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში თავს აფარებდა ამსტერდამის ერთ-ერთი შენობის სარდაფს. 1944 წელს მათი თავშესაფარი  ჰოლანდიის პოლიციამ და გესტაპომ აღმოაჩინა. ანა ფრანკი და მისი უფროსი და ბერენგ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, სადაც ანა 15 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%90-%e1%83%a4%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%98

 

ვან გოგის მუზეუმი

 

მე-19 საუკუნის გამორჩეული ხელოვანის მუზეუმს ყოველწლიურად 1.5 მილიონი მნახველი სტუმრობს. მუზეუმში მხატვრის 200-ზე მეტი ფერწერული ტილო, 500-მდე ნახატი და 700-მდე წერილია დაცული. სტუმრებს აუდიო გიდით (ინგლისურენოვანი) და მობილური აპლიკაციით სარგებლობაც შეუძლიათ.

 

van-gogivan-gogis-muzeumi

 

რემბრანდტის სახლ-მუზეუმი

 

ეს ის სახლია, სადაც რემბრანდტმა თავის მეუღლესთან ერთად ყველაზე ბედნიერი და წარმატებული წლები გაატარა. ებრაულ უბანში მდებარე ამ სახლში ხელოვანი 20 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. სწორედ აქ იპოვა მან მოდელები თავისი შემოქმედების ბიბლიური თემებისთვის.

 

rembrandtrembrandt-house-museum-amsterdam

 

ებრაული ისტორიის მუზეუმი

 

მუზეუმი განთავსებულია ოთხ გამოთავისუფლებულ სინაგოგაში, რომელთაგან ერთ-ერთი 1670 წლით თარიღდება. მუზეუმში დაცულია სხვადასხვა რელიგიური ნივთები: თორის ვერცხლის ნივთები, სამოსი, საზეიმო ფარდები და ა.შ. მუზეუმს აქვს საინტერესო ბიბლიოთეკა და რესტორანიც.

 

netherlands-amsterdam-jewish-historical-museum

 

ამსტერდამის მუნიციპალური მუზეუმი

 

შტედელიკი - ამსტერდამის მუნიციპალური მუზეუმი 1895 წელს დაარსდა და ერთ-ერთია ევროპის ყველაზე შთამბეჭდავ თანამედროვე ხელოვნების კოლექციებს შორის. მუზეუმი ძირითადად ორიენტირებულია მე-19-20 საუკუნის ჰოლანდიურ და ფრანგულ ფერწერაზე. აქ ნახავთ მატისს, შაგალს, უორჰოლს და ა.შ. მუზეუმში შეგიძლიათ ნახოთ ქანდაკებების ბაღიც.

 

museum-night

netherlands-amsterdam-stedelijk

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
6 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %