turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

საუკეთესო ადგილები ზვიგენთან ერთად ცურვისთვის

მოგზაურობის, წყალქვეშა აქტივობების და ექსტრიმის მოყვარულებისთვის ძალიან საინტერესო ტენდენცია გაჩნდა მსოფლიოს მასშტაბით. ზვიგენების გარემოცვაში ცურვა დღითიდღე უფრო პოპულარული აქტივობა ხდება. უფრო მეტიც, კალიფორნიული Shark Divers-ის დამფუძნებლის განცხადებით, ე.წ "ზვიგენების ტურიზმის ინდუსტრიის" შემოსავალი წელიწადში 500 მილიონი დოლარია.

რა თქმა უნდა, ყველა არ არის ისეთი გაბედული, რომ ზვიგენებთან ერთად ცურვა მოისურვოს, მაგრამ ფაქტია ეს აქტივობა ერთ-ერთი საინტერესო დაივინგ გამოცდილებაა ტურისტებისთვის.

თუ საკმარისად გაბედული, ექსტრიმის და დაივინგის მოყვარული ხართ, ზვიგენებთან ერთად ცურვით მსოფლიოს რამდენიმე ადგილას შეგიძლიათ ისიამოვნოთ.

სამხრეთ აფრიკაში ასეთ მომსახურებას რამდენიმეგან გაგიწევენ  - African-Shark Eco-charter, AfriDive, Shark Cage Diving KZN ( False Bay-ზე),  AfriDive (Protea Banks-ზე). აქ ზვიგენების მრავალფეროვანი არჩევანია, მათ შორისაა იშვიათი სახეობის თეთრი ზვიგენიც.

ზვიგენებთან ერთად ცურვას შემოგთავაზებენ ეგვიპტეშიც. წითელი ზღვა ერთ-ერთი გამორჩეულია წყლის სისუფთავის მხრივ. ამასთან, PURE Diving-ის დამფუძნებელი ირწმუნება, რომ აქაური ზვიგენებისთვის ადამიანები საკვებთან არ ასოცირდება და მათთან მიახლოება უსაფრთხოა.

ზვიგენებთან ერთად ექსტრემალური თავგადასავლები შეგიძლიათ გამოსცადოთ ინდონეზიაშიც. ადგილობრივმა მთავრობამ ცოტა ხნის სანაპიროს და საზღვაო წყლის 4 მილიონი ჰექტარი ტერიტორიის კონსერვაცია მოახდინა სპეციალურად ზვიგენებისთვის. ინდონეზია ზვიგენების ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში, ამიტომაც მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მათი შენარჩუნებისათვის.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
36 %
ევროპაში
28 %
აზიაში
1 %
თურქეთში
4 %
ეგვიპტეში
10 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
4 %
სახლში
15 %