turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

იტალიის ნაკლებად პოპულარული ქალაქები, რომლებსაც უნდა ესტუმროთ

რომი, ვენეცია, ფლორენცია, მილანი - უდაოდ არაჩვეულებრივი ქალაქებია და სრულიად სამართლიანად იმსახურებენ ტურისტების ინტერესს. თუმცა მათი ჩრდილის ქვეშ იტალიის არაერთი საინტერესო ქალაქია მოქცეული. 

ტურინი და ბოლონია ის ქალაქებია, რომლითაც ნებისმიერი ქვეყანა იამაყებდა და ნამდვილად იმსახურებენ ტურისტების მეტ ყურადღებას

ტურინს შეუძლია გაგაოცოთ მოულოდნელი მიქსით: ბაროკოს სტილი, მოკირწყლული ქუჩები, ელეგანტური ისტორიული კაფეები... ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი გასტრონომიული სურვილების დასაკმაყოფილებლად.

ტურინი

ერთ-ერთი გასტრონომიული ცენტრია ბოლონიაც. ქალაქი გამორჩეულია, ტაძრებით, ციხე-კოშებით, სასახლეებით და შესანიშნავი მუზეუმებით.

ბოლონია

ტურისტებისგან იგნორირებულ ქალაქებს შორისაა ბერგამოც, ლომბარდიის რეგიონის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი. ბერგამო და მისი შემოგარენი იმდენად რომანტიულია, რომ მშვენიერი არჩევანია გაზაფხულის შვებულების გასატარებლად. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ იტალიის ქალაქგარე ცხოვრება და ულამაზესი ტბები.

ბერგამო

სიენაში სხვა თუ არაფერი, მხოლოდ ცენტრალური პიაცას სანახავად ჩასვლა მაინც ღირს. ესაა ევროპის საუკეთესო შუასაუკუნებიის მოედანი, ისტორიული პალიოს სცენების გამოსახულებით. სიენას ტაძარი ერთ-ერთი ულამაზესია ცენტრალურ იტალიაში, მის გალერეებში და მუზეუმებში განთავსებული ხელოვნების ნიმუშები კი თქვენს ყურადღებას ნამდვილად დაიმსახურებს. 

სიენა

ვერონა სიყვარულის და შეყვარებულების ქალაქადაა აღიარებული, თუმცა იტალიის ტოპ 4 ქალაქთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა მაინც მცირეა. ქალაქის ქუჩებში მაგიურად ერთიანდება უძველესი კედლები, გზები და ვილები. იტალიური სტანდარტების მიხედვით ვერონა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ შუა საუკუნეების და რენესანსის ეპოქის შერწყმა.

ვერონა

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
47 %
არა
26 %
გააჩნია მიმართულებას
28 %