ბორდოში ქართული ღვინის გამოფენა გაიხსნა

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში ღვინის მსოფლიო ცივილიზაციის ცენტრში  ოფიციალურად გაიხსნა გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“. 

ქართული გამოფენის ფარგლებში, ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში წარმოდგენილია უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა .გამოფენა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გახსნა.

ექსპოზიცია, რომელიც ცენტრში ქართული ღვინის კულტურას წარმოაჩენს და ქართული მეღვინეობის უდიდეს და უწყვეტ 8 000-წლიან ისტორიას ასახავს, საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა მოამზადა.

ქართულ საგამოფენო სივრცეში, 3-თვიანი გამოფენის მანძილზე, მუდმივად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება – სამეცნიერო კონფერენციები, პრეზენტაციები, ღვინის პროფესიული დეგუსტაცია, რომელსაც მსოფლიოში აღიარებული ღვინის ექსპერტები უძღვებიან.

მსოფლიო ღვინის დედაქალაქ ბორდოში, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს, ქართული ღვინის გამოფენა – „საქართველო – მეღვინეობის აკვანი“ 5 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/ZG3nftFW-ZI" frameborder="0" allowfullscreen></iframe>

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %