turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ახალი სერვისი WizzAir-ისგან - ცვლადი თანამგზავრი

ავიაკომპანია WizzAir-ი მგზავრებს ახალ სერვისს სთავაზობს.  

ცვლადი თანამგზავრის სერვისი საშუალებას გაძლევთ, გააფორმოთ ახალი ჯავშანი დაჯავშნის დროს ყველა მგზავრის სახელის მითითების საჭიროების გარეშე.

ჯავშნის გაფორმებისას საკმარისია მხოლოდ ერთი სახელის მითითება. სხვა თანამგზავრების დამატება, მათი სახელების მითითების გარეშე, შესაძლებელი იქნება შესაბამისი მოსაკრებლის გადახდით.

დაჯავშნისას საჭიროა, გადაიხადოთ ავიაბილეთის სრული ღირებულება და თქვენ მიერ არჩეული ყველა სერვისის მოსაკრებელი ყოველი მგზავრისთვის. ყველა მგზავრის სახელის მითითების ბოლო ვადაა რეისზე ონლაინ რეგისტრაციის პერიოდი.

იმ შემთხვევაში, თუ ავიაბილეთი შეიძინეთ Plus ტარიფით (რომელიც შეიცავს რეისზე აეროპორტში რეგისტრაციის ვარიანტს) და გსურთ, ისარგებლოთ ცვლადი თანამგზავრის სერვისით, რეისზე აეროპორტში რეგისტრაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცვლადი თანამგზავრების სახელებს მიუთითებთ ონლაინ რეისის დაგეგმილ გამგზავრებამდე არა უგვიანეს სამი (3) საათით ადრე.

გაითვალისწინეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ცვლადი თანამგზავრ(ებ)ის სახელ(ებ)ს არ მიუთითებთ, აღნიშნული მგზავრების ჯავშნები  გაუქმდება.

ჯავშნის გაფორმებისას თქვენ უნდა აირჩიოთ მგზავრთა რაოდენობა, რეისები და სასურველი სერვისები, როგორც ნებისმიერი სხვა ჯავშნის შემთხვევაში. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ საჭიროა მხოლოდ ერთი მგზავრის სახელის მითითება — დანარჩენი მგზავრების სახელები შეგიძლიათ არ შეავსოთ და სანაცვლოდ, მონიშნოთ ვარიანტი „სახელს მოგვიანებით დავამატებ“. 

ავიაბილეთის ტარიფი და სერვისების ღირებულება (მათ შორის, ცვლადი თანამგზავრის მოსაკრებელი) უნდა გადაიხადოთ ჯავშნის გაფორმების დასრულებისას. ცვლადი თანამგზავრ(ებ)ის სახელის მითითება შესაძლებელია მოგვიანებით, თქვენს ჯავშანზე წვდომის მეშვეობით.

ეს სერვისი არ არის ხელმისაწვდომი ჯგუფური ჯავშნებისთვის,  ჩვილებისთვის და მგზავრებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ დახმარებას. თუ ჩვილთან ერთად მგზავრობთ, ჩვილის სახელი უნდა მიუთითოთ ჯავშნის გაფორმებისას. 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
42 %
არა
27 %
გააჩნია მიმართულებას
31 %