52
განახლებული ტურისტული ლოკაციები თერჯოლის რაიონში
19 მარტი 2018
თერჯოლის რაიონი ტურისტულ სეზონს განახლებული ლოკაციებით და ინფრასტრუქტურით ხვდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი სიახლე რაიონისთვის ნავენახევის მღვიმის განახლებაა. მღვიმე ოფიციალურად 14 მაისს გაიხსნება.
რაიონის ტერიტორიაზე ტურისტებს რამდენიმე საოჯახო მარანიც უმასპინძლებს. ერთ-ერთი მათგანი, "ნიკოლაძეების მარანი" სწორედ ნავენახევისკენ მიმავალ გზაზე, სოფელ ნახშირღელეში, ავტობანიდან 1 კილომეტრში მდებარეობს. მარანში ტურისტებს ქვევრის ღვინოების - ციცქას, ცოლიკოურის, ალადასტურის და ძელშავის დეგუსტაცია შეეძლებათ.
მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტებს ასევე შეუძლიათ დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი მოინახულონ, რომელიც სოფელ ზედა სიმონეთში მდებარეობს და იმერული ოდის კარგი ნიმუშია. მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა.
ქართველი მწერლისა და დრამატურგის, დავით კლდიაშვილისა და მის ვაჟის, მწერლის სერგო კლდიაშვილის სახლ-მუზეუმში დაცულია მამა-შვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები: ავეჯი, ხელნაწერები, სამოსი, ჭურჭელი, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო და
...