iPod და პლასტიკური ოპერაცია - 23 ოქტომბერი

#365days #23ოქტომბერი

გაიგეთ თუ რას აღნიშნავენ და რა მოხდა მსოფლიოში 23 ოქტომბერს

 

iPod-ის დღე

გადავინაცვლოთ 2001 წელიწადში. პორტაბელური ელექტრონულიინდუსტრია უფრო და უფრო ვითარდება, CD პლეიერი ყველაზე მოთხოვნადი მოწყობილობაა მუსიკის მოსასმენად. ამ დროს არც არავინ იცოდა, რომ ზუსტად იმ წელს მუსიკის სამყაროს დაპყრობას კომპიუტერული კომპანია აპირებდა. 2001 წლის 23 ოქტომბერს Apple-მა წარადგინა iPod - პორტაბელური მედია დამკვრელი.

როგორ აღნიშნავენ ამ დღეს? უბრალოდ მოუსმენე მუსიკას iPod-ში, თუმცა ამ დღის აღნიშვნის საუკეთესო ვარიანტია უფრო ახალი ვერსიის ყიდვა.

 

სატელევიზიო ტოკ-შოუს წამყვანის დღე (NATIONAL TV TALK SHOW HOST DAY)

 

ამერიკაში ამ დღეს  ცნობილი სატელევიზო წამყვანის ჯონი კარსონის (Johnny Carson) -ის დაბადების დღეზე აღნიშნავენ, რომელმაც პირველად 1950 წელს წარუძღვა ღამის შოუს და საფუძცელი მისცა მის 42 წლიან კარიერას.

ამ დღის აღნიშვნა ჩვეულებრივ შეიძლება: XXI საუკუნეში ძველი ტოკ-შოუების არქივის პოვნა თავისუფლად შესაძლებელია ინტერნეტში, ამიტომაც თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ მოაწყოთ მარათონი და გადაათვალიეროთ თქვენთვის საინტერესო ტოკ-შოუები.

 

პირველი პლასტიკური ოპერაცია

1814 წლის 23 ოქტომბერს ლონდონში,  ჩატარდა ევროპის პირველი პლასტიკური ოპერაცია. თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ პლასტიკური ქირურგია ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეგვიპტეში არსებობდა, ამაზე არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი მუმიაც კი მეტყველებს, რომესაც ერთ-ერთი თითის ნაცვლად პროტეზი ჰქონდა მიკერებული. ეგვიპტის შემდეგ ისტორიაში ალაგ-ალაგ ჩნდებოდა პლასტიკის კვალი, ასე XV საუკუნეში მცხოვრები იტალიელი გასპარ ტალიაკოცი  ითვლება თანამედროვე პლასტიკური ქირურგიის დამფუძნებლად, მაგრამ თანამედროვეებმა დაგმეს მისი შრომა, რადგნა ხალხს მიაჩნდა რომ ეს არაკანონიერი იყო და ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგებოდა.

და აი 1814 წელს  ევროპაში ქირურგმა ჯოზეფ კაპლიუმ ევროპაში პირველად წარმატებით ჩაატარა რინოპლასტიკა „ინდური“ მეთოდით.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %