ელტონ ჯონის კონცერტი წელს აღარ გაიმართება
ბრიტანელი ვარსკვლავის ელტონ ჯონის კონცერტები საქართველოში წელს აღარ გაიმართება.
ამის შესახებ SOLO-ში პრესკონფერენციაზე განაცხადეს.კონცერტები 2018 წლის 30 ივნისისა და პირველი ივლისისთვისაა გადადებული. SOLO-ს წარმომადგენლების თქმით, ეს ელტონ ჯონის ერთადერთი კონცერტი იქნება ევროპაში.
ახალ თარიღებში დაგეგმილ კონცერტებზე დასწრებას მსურველები ამავე ბილეთებით შეძლებენ - 16 სექტემბრის ბილეთებით 30 ივნისს, ხოლო 17 სექტემბრის ბილეთებით - 1-ელ ივლისს.
ბილეთების დაბრუნება 20 სექტემბერს დაიწყება და 20 ნოემბრამდე გაგრძელდება.
მათივე ინფორმაციით, კონცერტები ელტონ ჯონის ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო.


სიახლეები
08 სექტემბერი 2017

16788
გაზიარება











ნავენახევის მღვიმე განსხვავებული ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და ოთხ დარბაზიანი მღვიმეა, რომელიც 80-იან წლებში ვიზიტორებში პოპულარობით სარგებლობდა, თუმცა მოგვიანებით ინფრასტრუქტურის წყობიდან გამოსვლის გამო ტურისტებისთვის დაიკეტა.