Turebi Ge

ქოროღლის ციხეზე ტურისტული ბილიკის მოწყობა იგეგმება

თბილისის ტურისტულ ბილიკს შესაძლოა, ქოროღლის (აზეულა) ციხის ტურისტული ბილიკი შეემატოს.

მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ქოროღლის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა.

„გვაქვს იდეა, რომელიც თბილისის ერთ-ერთი ულამაზესი და ისტორიული მნიშვნელობის მქონე ციხის ტურისტულ ზონად ჩამოყალიბებას გულისხმობს. იდეის ფარგლებში, გვსურს, ტურისტული ნიშნულების დამონტაჟება, საინფორმაციო ბანერების განთავსება და ქოროღლის ციხის განათება, რაც ჩვენი აზრით, კოჯრის, როგორც თბილისის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კურორტის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მისი თქმით, მთაწმინდის რაიონის გამგეობამ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო.

რუკა

„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ასევე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს რეკომენდაციები, რათა სამუშაოების განხორციელება უფრო ეფექტურად, შესაბამისი სტანდარტების დაცვით მოხდეს“, - განაცხადა მთაწმინდის რაიონის გამგებელმა.

ქოროღლის ბილიკი

ქოროღლის ციხე კოჯორში, ზღვის დონიდან 1 250 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მას „აგარათა“ ციხეს უწოდებდნენ, შუა საუკუნეებისთვის კი - „აზეულას.“ ციხის საბოლოო სახელი „ქოროღლი“ (აზერბაიჯანულად ქორ - ბრმა), მე-18 საუკუნეში გაჩნდა, რომელიც აზეულას ტყისთვის თავშეფარებულ განდეგილთან დაკავშირებულ თქმულებას უკავშირდება.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
39 %
არა
30 %
გააჩნია მიმართულებას
31 %