პრომეთეს მღვიმეში ბილეთის ფასები გაიზარდა

დღეიდან პრომეთეს მღვიმის ვიზიტორებს ბილეთის გაზრდილი ფასის გადახდა მოუწევთ.

ახალი ფასების შესახებ ინფორმაცია ტურისტულ კომპანიებს არ ჰქონიათ და დღეს ადგილზე მისულ ტურისტებს განახლებული ფასები დახვდათ. როგორც პრომეთეს მღვიმის წარმომადგენელმა აღნიშნა, ამის გამო მთელი დღის განმავლობაში განსაკუთრებული მობილიზაციით უწევთ მუშაობა.

პრომეთეს მღვიმის ფასები ამიერიდან ასეთია:

ქართველებისთვის:

მოსწავლეები და სტუდენტები - 5 ლარი

ზრდასრულები - 10 ლარი

ნავით გასეირნება - 10 ლარი

უცხოელებისთვის:

ბავშვები და სტუდენტები - 5 ლარი

ზრდასრულები - 20 ლარი

ნავით გასეირნება ბავშვებისთვის - 10 ლარი

უფროსებისთვის - 15 ლარი

ამ დრომდე, მღვიმეში შესვლის ღირებულება 7 ლარი (მოსწავლეები და სტუდენტები - 3.5 ლარი), ნავით გასეირნება კი 10 ლარი ღირდა.

ახალი ტარიფების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არც დაცული ტერიტორიების ვებ-გვერდზე ყოფილა გამოქვეყნებული.

რაც შეეხება, ფასის გაზრდის მიზეზს, პრომეთეს მღვიმის ადმინისტრაციაში ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. მათი თქმით, ასეთი გადაწყვეტილება დაცული ტერიტორიების სააგენტომ მიიღო.

 

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
სად გაატარებთ ზამთრის შვებულებას?
საქართველოში
42 %
ევროპაში
22 %
აზიაში
6 %
თურქეთში
7 %
ეგვიპტეში
8 %
საბერძნეთში/კვიპროსზე
6 %
სახლში
10 %