turebi.ge მომხმარებლის გვერდი
Turebi Ge

ბუდაპეშტის სამზარეულო

დღეს წარმოგიდგენთ ბუდაპეშტის სამზარეულოს იმ კერძებს, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ამ ულამაზესი ქალაქის სტუმრობისას.

Goulash

გულაში ტრადიციული უნგრული კერძია. მის ძირითად ინგრედიენტს ძროხის ხორცი წარმოადგენს, რომელსაც შემდეგ წიწაკას, კვლიავის თესლს და ხახვს უმატებენ და პელმენებთან ერთად მიირთმევენ.

Lángos

კარგად შემწვარი ბრტყელი უსაფუარო პური (ცომის გუნდა), რომელსაც არაჟანთან, ყველთან და ნივრიან კარაქთან ერთად მიირთმევენ.

Töltött káposzta

Töltött káposzta ქართული ტოლმის მსგავსი კერძია. კომბოსტოს ფოთლებში ახვევენ საქონლის ან ღორის ხორცს, ბრინჯს, ტომატს და უმატებენ წიწაკას, როგორც უნგრული კერძების უმეტესობას.

Gyümölcsleves (ცივი ხილის სუპი)

ეს კერძი წარმოადგენს ცივი ხილის სუპს. ის მჟავე ალუბლით, არაჟნით და ცოტა შაქრით მზადდება.

რესტორნები 

Museum Café and Restaurant

Museum Café and Restaurant-ი, ბუდაპეშტის ისტორიულ ცენტრში Pest-ში მდებარეობს. რესტორანი ტრადიციული, მაღალი ხარისხის მქონე უნგრული სამზარეულოს საფუძველს ინარჩუნებს.  რესტორანი, Budapest’s National Museum ( უნგრეთის ნაციონალურ მუზეუმთან ახლოს მდებარეობს), რის გამოც მას ხშირად სტუმრობენ  პოლიტიკოსები, მწერლები, მსახიობები და სხვა ცნობილი და გამოჩენილი ადამიანები. მენიუ აბალანსებს ტრადიციული, უნგრული სამზარეულოს და თანამედროვე კერძებს.  

Alexandra Bookcafe

Alexandra Bookcafe-ს გამორჩეული დიზაინი, ცნობილი მხატვრის  Károly Lotz- ის შემოქმედებაა. 1884 წელს აშენდა, თავდაპირველად ის კაზინო უნდა ყოფილიყო. შენობის დიზაინი ყველა სტუმარს ხიბლავს, კაფე სტუმრებს დაბალანსებულ, მსუბუქ მენიუს და ცოცხალ მუსიკას(პიანისტს) სთავაზობს.

იხილეთ პრაღის ტურები

ბუდაპეშტის ღირსშესანიშნაობები

მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
მოგზაურობის დაგეგმვისას იყენებთ თუ არა ტურისტული კომპანიის მომსახურებას?
კი
43 %
არა
25 %
გააჩნია მიმართულებას
32 %